Digest Logo

🎥 „ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება ჩემს ისტორიაში... გარდაცვალება, რაც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას ვიდეომიმართვა

1736070696
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

იგი ამჯერად ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს წინასწარმეტყველებს.

„04.01.2025 წლის ჩანაწერი. ახალი წინასწარმეტყველება.. საპატრიარქო ცვლილებები,  გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს საპატრიარქოში საქართველოში და არა მარტო.

ეს იქნება დღეიდან 4 იანვრის 2025 წლიდან 2026 წლის 16 თებერვლამდე…. ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება ჩემს ისტორიაში“, - წერს გოგა მანია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს პერიოდი იმისათვის გვეძლევა, რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გავაანალიზოთ რა შეცდომები დავუშვით...“ - ხათუნა ნოელი მარსის რეტროგრადულობაზე

„რადგანაც დემონური სული და ენერგია ასე ბობოქრობს, მთავარი საზრუნავი სავალალო შედეგია...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

🎥 „საუკეთესო ხარ, ანათებ“ - თიკა ფაცაციას მიერ შესრულებული „All I want for Christmas“