მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
ადგილზე დაზიანების აღდგენის მიზნით მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ნოემბერს საქართველოში
⭕ „ჩართეთ საყვარელი მუსიკა...“ - 4 ნოემბრის ენერგიები
⭕ „წარსულის კარმულ გამოცდილებას უკავშირდება...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი