Digest Logo

🎥 ყველაზე სახიფათო დედამთილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - როგორი რძალი იქნები ასტროლოგიური თვალსაზრისით

1739800432
ხატია ძნელაძე

„ყველაზე სახიფათო და ფრთხილია მორიელი და კურო. ისინი განსაკუთრებულები არიან და საკუთარი სტანდარტები აქვთ. მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი სიმართლით. მუდმივად უნდა მიუდგეთ დიპლომატიურად. 

სასურველ რძალს რაც შეეხება, თუ კულინარიის მხრივ მივუდგებით, საუკეთესოა კირჩხიბი, ქალწული, სასწორი“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ ტაროლოგმა, ეზოტერიკოსმა  ხატია ძნელაძემ ისაუბრა.

რაც შეეხება დედამთილების დახასიათებას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

ვერძი - პირდაპირი, გამჭრიახი, ცბიერი, ჭკვიანი. შეუძლიათ კარგი კავშირი დაამყარონ რძალთან, მაგრამ საქმეში ზედმეტად ჩარევა უყვართ, რაც შეიძლება რძალს არ მოეწონოს. 

კურო - სამზარეულო, კულინარია მათთვის მნიშვნელოვანია, რასაც თავად უნდა განაგებდეს. სიყვარულიც და კუჭიც ჭამასთან გადის, შესაბამისად კურო დედამთილის ხელში გემრიელი საჭმელები არ მოგაკლდებათ. უყვარს გეგმის მიხედვით მოქმედება.

ტყუპები - როცა საქმე მათ ეხებათ, არ არსებობს არ გაგახსენდეს მხიარულება. თუმცა მათ შემთხვევაში შეიძლება ერთ დღეს ძალიან მხიარული იყოს, ერთ საათში კი თავის თავში ჩაიკეტოს და მარტო ყოფნა უნდოდეს. არ უყვართ პირადი სივრცის დარღვევა. 

კირჩხიბი - ძალიან ემოციურები, სენსიტიურები, მოწყვლადები არიან, რომ რძალს ისე იღებს როგორც თავის შვილს, მაგრამ დარღვევა არ უნდა იყოს. თუ თავის შვილს დაინახავს, რომ ცოლი არაადეკვატურად ექცევა, კირჩხიბი დედამთილი იქცევა მონსტრად. 

ქალწული - შეუძლიათ იდეალურად მოაწესრიგონ გარემო, რძალთან მეგობრული და ადეკვატური განწყობის შექმნა შეუძლია. არის მოწესრიგებული, პედანტი, სულიერი სიმშვიდე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებულია. 

სასწორი - აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, უყვართ თანასწორუფლებიანობა. ის არასდროს დაარღვევს ბალანსს თუ შენ არ დაურღვიე. შესაბამისად, ის ყოველთვის მზადაა შემოიტანოს მხიარულობა. თუმცა ცოტა ჩამოუყალიბებელი ხასიათი აქვთ. 

მორიელი - უბეში გაზრდილი გველია, როგორც მოექცევი ისე მოგექცევა. გააჩნია რა ხასიათზეა, ვერ გაიგებ რა დროს რა გაუხარდება და რა ეწყინება. თუმცა არიან ძალიან სამართლიანები.

ლომი - უყვართ დედოფლობა, სამზარეულოში, სახლში ყველგან პირველი უნდა იყოს, უყვარს კომპლიმენტები. თუ თქვენ მათ ირგვლივ იტრიალებთ ყველაფერი კარგად იქნება. შეუძლიათ ძალიან გემრიელი საჭმელების მომზადება. 

მშვილდოსანი - ზოგჯერ ძალიან უხეშები არიან, რაც შეიძლება საწყენი იყოს რძლისთვის. არის მხიარული და შეგიძლია მასთან ერთად ზღაპრული თავგადასავლები შეიქმნა.

მერწყული - უყვარს თავგადასავლები, მუდმივადაა მზად შენთან ერთად დალიოს ყავა, იშოპინგოს. იქნება შენი დაქალი, ბალანსი იქნება დაცული. 

თევზები - ყველაზე ფაქიზი, სენსიტიური, მარტივად შეგიძლია მიუდგე, არის ძალიან ემოციური. არ უნდა დაარღვიო მისი საზღვრები. კარგი დედამთილები არიან, მოგისმენენ, გაგიგებენ, დაგიდგება გვერდში. იქნება ჩრდილში და არ შეგიქმნის პრობლემას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოს სახელით წარდგენა საკმაოდ რთულია...“ - გაიცანით მოდელი, რომელმაც ჩინეთში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა

⭕„შვილ­მა უყუ­რა ამ სა­ში­ნე­ლე­ბას და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია...მა­ხინ­ჯა­უ­რის ხი­დის ქვეშ რომ გავ­დი­ვართ იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხე­დე­ბია და უთ­ქვამს აქ სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო“ - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული იურისტის მეგობარი?

🎥 „მხოლოდ ორი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს...“ - ვინ არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს?