Digest Logo

„ყველგან არიან და ძირითადად ეტანებიან ისეთ ადგილებს (ადამიანებს), სადაც დიდი ნეგატიური ენერგიაა კონცენტრირებული“ - რა გავაკეთოთ, როგორ მოვიშოროთ ან ავიცილოთ თავიდან ენერგეტიკული გარღვევები?

1774344078
ენერგეტიკა

„დაბალ ვიბრაციული სულიერი არსებები...

ყურადღება! სტატია არის ინფორმაციულ-გაცნობითი სახის!

მსგავსი სახის ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არაა საჭირო მასზე ზედმეტი კონცენტრაცია და ჩაღრმავება!“, - ამის შესახებ ჯგუფის „ასტრო-ფსიქოლოგია“ ადმინისტრატორი დაჯი მამულაშვილი წერს და საზოგადოებას ე.წ. ელემენტარულ არსებებზე ესაუბრება. 

მისი თქმით, ამ პოსტის დაწერა ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა აიძულა:

„⚠️ გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე, სადაც ჩვენ ვარსებობთ, მოქმედებს მიზიდულობის კანონი! რაზედაც ვკონცენტრირდებით, სწორედ მას ვიზიდავთ! 🙏

💫ჩვენი სამყარო რომ ენერგიის უზარმაზარი ზღვაა და ჩვენ, ადამიანები ენერგეტიკული სუბსტანციები ვართ - ეგ უკვე ყველასთვის ცნობილია... (მატერია ხომ- შეკუმშული, ერთად თავმოყრილი, შერეული ენერგიაა), მაგრამ ამ ენერგიის ოკეანეში, ჩვენს გარდა კიდევ უამრავი ენერგეტიკული არსება და ქმნილება ცხოვრობს.... სხვადასხვა სიხშირეზე, დონეზე და განზომილებაში.... სხვადასხვა სიძლიერის და სტრუქტურის, სხვადასხვაგვარი ენერგეტიკული შეჯგუფება, პლაზმოიდები, ე.წ. ალი, „დამავოი“ და ა.შ.... 

ამასთან ერთად, ჩვენს ირგვლივ არსებობენ ე.წ. ელემენტარული არსებები (სამყაროს პირველემენტების მიკრო სამყარო, ნატიფი ენერგიები), ნათელი ენერგეტიკული წარმონაქმნები... ახლა მათ კლასიფიკაციას არ მოვყვები...

ჩემი მიზანი არაა ახლა მათი აღწერა.... თქვენი ყურადღება მინდა სულ სხვა მხარეზე გავამახვილო:

☯️ ისინი ზუსტად ისევე ცხოვრობენ ჩვენს ირგვლივ და ურთიერთქმედებენ ჩვენთან, როგორც ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები ჩვენს ორგანიზმში. ეს ადამიანის თვალისთვის უჩინარი არსებები, თანაარსებობენ ჩვენს გვერდით, ჩვენს ყოველდღიურობაში და საკმაოდ მჭიდრო კონტაქტში არიან ჩვენთან... და იკვებებიან- ჩვენი ენერგიით!

ძირითადად კი მათი საკვები- ჩვენი ნეგატიური ენერგიაა... და რაც უფრო ძლიერია ეს ნეგატივი, მით უფრო მეტი ასეთი არსება გვახვევია გარშემო... ...

📖 მოკლედ, ეს ყველაფერი, თეორიულად, ყველამ კარგად ვიცით.... გამოგიტყდებით და- პირადად მე, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ასეთი ინფორმაციის და არსებების მიმართ, მაგრამ...

ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა, უბრალოდ- მაიძულა(!) რომ ეს დამეწერა:

👾 დიახ, ასეთი დაბალვიბრაციული წარმონაქმნები არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში. სხვათაშორის, მათთანაც არის იერარქიული სისტემა დაცული. ახლა მათ დაბალ, „წვრილფეხა“ გამოვლინებებზე მაქვს საუბარი.

👾 ისინი ყველგან არიან და ძირითადად ეტანებიან ისეთ ადგილებს (ადამიანებს), სადაც დიდი ნეგატიური ენერგიაა კონცენტრირებული.

👾 მოძრაობენ და გადაადგილდებიან ძალიან სწრაფად. ჯგუფურად, როგორც ბაქტერიების კოლონია.

👾 თავიდან ადამიანს ფეხებზე ეკრობიან, ადიან და ჩამოდიან, როგორც სწრაფად მოძრავი, სხარტი ორგანიზმები...

👾 და ადამიანის ემოციურ ველში აგრესიის/ნეგატივის მატებასთან ერთად- ბევრდებიან, და შესაბამიდან მიიწევენ მაღლა, მზის წნულის და გულმკერდის არისკენ...

👾 და თუ ადამიანი არ წყვეტს უარყოფითი ემოციის გენერირებას, ხდება ისე რომ მთლიანად მოცული ჰყავს ამ ნეგატიურ არსებებს. (ალბათ სწორედ ამაზეა ნათქვამი- ბოროტს ჰყავს შეპყრობილიო)

👾 ეს დესტრუქციული არსებები, როგორც წურბელები ისე ეკრობიან ადამიანის ველს და ადამიანის ვიტალური/სასიცოცხლო ენერგიით იკვებებიან.

🙏 გასაგებია, ადამიანი ფიზიკურ დონეზე ვერ ხედავს და ვერ გრძნობს მათ, მაგრამ ისედაც ნეგატიურ მდგომარეობაში მყოფს, უფრო მეტად აკლდება სასიცოცხლო ენერგია და ვერ ხვდება საიდან ან როგორ უნდა შეივსოს...

⚠️ შემდეგ კი, როდესაც ასეთი მდგომარეობა გრძელდება, ფიზიკურ დონეზე ვლინდება მოულოდნელი უბედური შემთხვევები, წარუმატებლობები, დათრგუნული განწყობა, სიმძიმის შეგრძნება... უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში კი - მძიმე დაავადებები... (თუმცა ამისათვის სხვა მაჩვენებლებიც უნდა არსებობდეს!) რადგან პრანა/სასიცოცხლო ენერგია- მინიმალურ დონეზე ეცემა...

🙏 მოკლედ, რა გავაკეთოთ? როგორ მოვიშოროთ ან ავიცილოთ თავიდან მსგავსი ენერგეტიკული გარღვევები?

☯️ პირველ რიგში დავწერ იმას, რომ ჩვენი სამყაროს მთავარი კანონი არის- ბალანსის კანონი. სამყაროში ყველაფერი ეფუძნება მკაცრად განსაზღვრულ ბალანსს. ამიტომ..

☯️ წინააღმდეგობით და ბრძოლით, ცეცხლითა და მახვილით - ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ გავაძევებთ მათ ვერც ჩვენი ცხოვრებიდან და ვერც დედამიწიდან!! და არც გვაქვს ჩვენ ამის უფლება! ისინი ჩვენ არ შეგვიქმნია, რომ მათი ყოფნა, არ ყოფნის საკითხი გადავწყვიტოთ!! მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ:

🙏 თუ გვსურს მათთან მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის მიცემა, მაშინ უნდა შევინარჩუნოთ მუდმივად ნეგატიურ-დესტრუქციული აზრები და განწყობა ჩვენში...

და თუ არ გვსურს ასეთი დაბალვიბრაციული არსებების ყოფნა ჩვენს ველში და სხეულთან ახლოს, მაშინ ვიქცევით ისე, როგორც ბაქტერიებთან და სოკოებთან მიმართებაში:

✅ ვაძლიერებთ, მაღლა ვწევთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, იმუნიტეტს და, შესაბამისად- ვერც ვამჩნევთ ჩვენს ორგანიზმში მათ არსებობას...

✅ ამისათვის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის აზრების ჰარმონიზაცია, დამშვიდება და მინიმუმამდე დაყვანა....

✅ დამკვირვებლის პოზიციაში გადასვლა და არჩევანის გაკეთება:

✅ ან ვრჩებით ნეგატიურ ველში დაბალვიბრაციული არსებების საკვებად...

✅ ან მაღლა ვწევთ ჩვენს ვიბრაციებს, ვაკონტროლებთ ჩვენს აზრებს, ემოციებს, გარემოს სადაც გვიწევს ყოფნა... ვცდილობთ სიხარულის, სიყვარულის, მადლიერების, მიმღეობის სიხშირეებზე ყოფნას...

🙏 და ვ-მადლობ-თ სამყაროს! ვმადლობთ მისი ყოველი გამოვლინებისთვის, ჩვენი გამოცდილებისთვის...

🙏 ვმადლობთ დესტრუქციული არსებებისთვისაც და ნათელი ენერგიებისთვისაც, ვმადლობთ კარგისთვისაც და ცუდისთვისაც, სინათლისთვისაც და სიბნელისთვისაც, აღმართისთვისაც და დაღმართისთვისაც.... და  მუდამ გვახსოვდეს, რომ- ჩვენ ვართ ენერგია! შემოქმედის ორგანული ნაწილი! 

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ორგანიზმებში მყოფი სინათლის არსებები, ღვთიური კოდებით ჩვენს დე-ენ-ემ-ში და გავდივართ გამოცდილებას ამ პლანეტაზე, სადაც გაგვაჩნია თავისუფალი ნება და არჩევანის უფლება! და სამყაროში არავის, საერთოდ არავის აქვს ამ თავისუფალი ნების დარღვევის და ჩვენი არსების საზღვრებში შემოჭრის უფლება - ჩვენი ნებართვის გარეშე!!!

არავის!

არც ერთ ნეგატიურ ძალას, თავისი იერარქიის რომელ საფეხურზეც არ უნდა იყოს, მთელს სამყაროში!!! 

და თუ ხდება ეს გადაკვეთა ნეგატიურ ძალასთან და ეპიკურად აღწერილი ბრძოლები- ესე იგი კონკრეტულ სულს აინტერესებს ამ სახის გამოცდილების მიღება... ესე იგი სული თანახმაა გაიაროს ეს გამოცდა და მანამდე იბრძოლოს, სანამ საწინააღმდეგო ძალაში საკუთარ თავს არ აღმოაჩენს...

🙏 გასაგებია, რომ ჩვენს ცივილიზაციაში ეს თემა ზედმეტად, ხელოვნურად უტრირებულია და გადამეტებულ ფანატიზმშია გადასული, მაგრამ....

💫 ნუ დაკარგავ დროს სიბნელესთან ბრძოლაში!

💫 უბრალოდ, აირჩიე - იყო სინათლე! მოკლედ, როგორც კონფუცი იტყოდა: „სიბნელის წყევლას, სჯობს ერთი, პატარა სანთელი დაანთო“, - წერს დაჯი მამულაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბარაქიანი დღეა! მთვარე შენს ფინანსურ ზონაშია, კარგი დროა შესყიდვებისთვის...“ - 24 მარტის კოსმოსური ამბები

„საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, ისევ აცივდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

„მიიღეთ შიში, არ გაექცეთ მას, არ დაუწყოთ ბრძოლა! ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი გრძნობაა...“ - რას წერს ლევან შელეგია