გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც შიშის გრძნობაზე საუბრობს:
„ფსიქიკა კრიზისების დროს (ომები, სიკვდილის თუ უბედური შემთხვევები)“
მოიმატა შიშმა, გაძლიერდა შფოთვა, უძილობა, ტრავმები?
გახშირდა ფსიქოსომატური ჩივილები (სხვადასხვა ტკივილი, გულძმარვა, ტაქიკარდია, პალპიტაციები, ქავილი...)?
არ შეშინდეთ!
ეს თქვენი ჭკვიანი, ადაპტიური ორგანიზმის სრულიად ჯანსაღი, ლოგიკური რეაქციაა გარემოზე, მიმდინარე მოვლენებზე.
მიიღეთ შიში, არ გაექცეთ მას, არ დაუწყოთ ბრძოლა! შიში ახლა ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი გრძნობაა.
თან მხოლოდ შიშის მშვიდობიანი მასპინძლობით მიხვდებით მის ერთ ძალიან ტიპურ ჩვევას - ის აუცილებლად მოიკლებს, რაც მეტი დრო იგრძნობთ მას.
ამას ფსიქოლოგიაში ჰაბიტუაციას ვეძახით. საბოლოოდ კი მიხვდებით, რომ შიში არ კლავს, არამედ პირიქით - გვაცოცხლებს. ამას კი ფსიქოლოგიაში კოგნიტიური რესტრუქტურიზაცია ჰქვია.
ყველა ემოცია მოიაზრეთ ცხოვრების ვიწრო თუ ფართო კონტექსტში, არასდროს გააკეთოთ ფოკუსი იზოლირებულად რომელიმე სიმპტომზე, ეძიეთ ყოველთვის ამა თუ იმ სიმპტომის არსებობის ლოგიკა და
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: