Digest Logo

„საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, ისევ აცივდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1774340581
ამინდი ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.

ამჯერად იგი მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზზე წერს და ამბობს, რომ საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად ხანმოკლე წვიმით: 

„მიმდინარე კვირაში, საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად ხანმოკლე წვიმით.

დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, სანაპირო კურორტებისგან განსხვავებით შედარებით დათბა, მაგრამ არც ესაა საბოლოო დათბობა და ისევ აცივდება.

ასე რომ, ჯერჯერობით ამინდის მხრივ სტაბილური გაზაფხული არ იქნება....

მიუხედავად ცვალებადი ამინდისა, გისურვებთ, რომ ყოველი წვიმის წვეთი გახდეს თქვენი სიხარულის ნაპერწკალი, ხოლო ყოველი მზის სხივი - ახალი იმედის და ენერგიის წყარო“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიიღეთ შიში, არ გაექცეთ მას, არ დაუწყოთ ბრძოლა! ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი გრძნობაა...“ - რას წერს ლევან შელეგია

„უკვე ორი პირადი მფარველი ანგელოზი მყავს ზეცაში, ორი ყველაზე დიდი სიყვარული...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის და

🎥 „მძიმე მშობიარობა ჰქონდა, დაემართა კლინიკური სიკვდილი, გაითიშა და ამით ისარგებლეს...“ - როგორ იპოვა ზურა მანჯავიძემ მოპარული ძმა 27 წლის შემდეგ