Digest Logo

„ზედაპირზე ამოდის ძველი განცდები“ - 14 ივლისის ახალმთვარეობა კირჩხიბში: თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

1783790007
თამარ ხოსროშვილი

„ახალმთვარეობა კირჩხიბში:14 ივლისი. 14 ივლისს, თბილისის დროით 13:44 საათზე, ახალმთვარეობაა კირჩხიბის ზოდიაქოს 22°-ზე“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

„ამ დროს მზე და მთვარე ზუსტ შეერთებას ქმნიან რეტროგრადულ მერკურისთან კირჩხიბში. ეს მინიშნებაა, რომ ახალი ციკლის დაწყებამდე, ეს ლუნაცია გვთხოვს ჯერ უკან გავიხედოთ, დავუბრუნდეთ წარსულს, გადავხედოთ დაუმთავრებელ თემებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ ახალი ფურცელზე.

ვიცით, რომ ჩვეულებრივ ახალმთვარეობას ახალი დასაწყისის ენერგია მოაქვს, მაგრამ რეტროგრადულ მერკურისთან შეერთება ამ პროცესს უფრო ინტროსპექტულ ხასიათს აძლევს. ამიტომ მთავარი აქცენტი აქ შინაგან მომზადებაზე, გააზრებაზე და წარსულის დასრულებაზე გადადის. თუ ბოლო პერიოდში ხშირად გიბრუნდებათ წარსული მოგონებები, გახსენდებათ ან უცაბედად ჩნდებიან ადამიანები წარსულიდან, შინაგანად გრძნობთ, რომ რაღაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაგისრულებიათ, ან მოულოდნელად გიბრუნდებათ ძველი ემოციები — ეს სწორედ ამ ახალმთვარეობის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

რეტროგრადული მერკურის შეერთება ახალმთვარეობასთან იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფერი, რაც ახლა გვიბრუნდება, შემთხვევითი არ არის — ეს არის შესაძლებლობა, დავასრულოთ ძველი ციკლი, რათა ახალს გავუთავისუფლოთ გზა. კირჩხიბი კარდინალური წყლის ნიშანია, რომელიც ჩვენს ემოციურ სამყაროს, შინაგან უსაფრთხოებას, ოჯახს, ფესვებსა და წარსულს უკავშირდება.

ამიტომ ეს ახალმთვარეობა გვთავაზობს შესაძლებლობას, დავუბრუნდეთ საკუთარ შინაგან სამყაროს, გავაცნობიეროთ დაუმთავრებელი ემოციური გამოცდილებები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ახალი ციკლი. ამ პერიოდში შესაძლოა მოულოდნელად გაგახსენდეთ ადამიანები, მოვლენები ან სიტუაციები, რომლებიც დასრულებული გეგონათ. შესაძლოა, უეცრად შეგხვდეთ ან კვლავ გამოჩნდეს დავიწყებული ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, მიიღოთ მოულოდნელი შეტყობინება ან თავად გაგიჩნდეთ სურვილი, ვინმეს დაუკავშირდეთ. ხშირად სწორედ ასეთი მოვლენები გვაჩვენებს იმას, რაც ჯერ კიდევ ჩვენს შინაგან სამყაროში აქტიურია. კირჩხიბის ენერგიის გავლენით განსაკუთრებულად ძლიერდება ემოციური მეხსიერება და მგრძნობელობა.

ახლა თითქოს ზედაპირზე ამოდის ძველი განცდები, წყენები, სინანული და დაუმთავრებელი ისტორიები, რომლებიც წარსულში დავტოვეთ, მაგრამ შინაგანად ბოლომდე არ გაგვიშვია.

ამ დღეებში განსაკუთრებით დააკვირდით:

▪️ ვინ ან რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად?

▪️ ვინ გიკავშირდებათ მოულოდნელად?

▪️ რა ემოციები ამოდის ზედაპირზე და რას გეუბნებათ ისინი?

შესაძლოა, სწორედ ამ მოვლენების მიღმა იმალებოდეს პასუხი იმაზე, თუ რა ეტაპის დასრულებას და რა ახალი ციკლის დაწყებას გთხოვთ ცხოვრება. ეს შინაგანი პროცესი მხოლოდ პირად დონეზე არ მიმდინარეობს.

8 ივლისიდან პლუტონი, ურანი და ნეპტუნი აქტიურ ნიშნებში იშვიათ ჰარმონიულ ბისექსტილს ქმნიან. ეს კონფიგურაცია კოლექტიურ დონეზე ცვლილებების, განახლებისა და ახალი შესაძლებლობების ეტაპის დაწყებაზე მიუთითებს. ამიტომ ეს ახალმთვარეობაც მხოლოდ წარსულის გადახედვა არ არის. ის იმ შინაგან საფუძველს ქმნის, რომელზედაც მომდევნო თვეების განმავლობაში ახალი ეტაპი აშენდება.

♋️🌕ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იგრძნობა კირჩხიბებისთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვისაც მზე, მთვარე, ასცენდენტი ან პირადი პლანეტები კირჩხიბის 20°–25°-ზე აქვთ. ასევე მის გავლენას უფრო მკვეთრად იგრძნობენ ვერძები, სასწორები და თხის რქები, თუ ამავე გრადუსებში (20°–25°) მნიშვნელოვანი პლანეტები ან ასცენდენტი აქვთ.

გაითვალისწინეთ, რომ ახალმთვარეობის ზუსტ მომენტში მთვარე უხილავია და სინათლეს მოკლებულია. ამიტომ ეს დრო უფრო შინაგანი გააზრების, განზრახვის ჩამოყალიბებისა და მომავალი ეტაპის დაგეგმვისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე მნიშვნელოვანი საქმეების აქტიურად დასაწყებად. ახალი ინიციატივების განხორციელება უმჯობესია მას შემდეგ, რაც მთვარე ზრდას დაიწყებს და მისი სინათლე ნელ-ნელა მოიმატებს.

🌑♋ ხშირად, მნიშვნელოვანი ახალი დასაწყისი შინაგანად იწყება — იმ მომენტში, როდესაც მადლიერებით ვემშვიდობებით წარსულს, ვუშვებთ იმას, რამაც დროს ამოწურა და ადგილს ვუთმობთ ახალ შესაძლებლობებს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქალღმერთი ხარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

⭕ 11 ივლისი, 2026 – მთვარე მორიელის მისტიკურ წყლებში: შაბათის ემოციური რევოლუცია, ფარული კოდების გახსნა და უტყუარი ალღო!

⭕ „ვიღაც ნაძირალა, ტაძრის გალავანს რომ აშარდავდა, „ნაცები“ გაახარა...ვინც წყნარად უყურა მაგ ვიდეოს „ვტორია” მოსაკითხი“ - დაჩი ცაგურია