Digest Logo

ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის ნოემბერში სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი ელოდება

1761728826
ჰოროსკოპი   '

2025 წლის ნოემბერი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ვერძებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება. ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლები რეტროგრადული მერკურის გავლენას უმკლავდებიან, ვერძებს შესაძლებლობა აქვთ, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება დაგეგმონ.

განსაკუთრებით იღბლიანი პერიოდი 4 ნოემბრიდან დაიწყება. ამ დღეს, მარსი, ვერძის მმართველი პლანეტა, მშვილდოსანში გადავა, რაც სოციალურ სფეროში ახალ შესაძლებლობებს გახსნის. მიმდინარე ურთიერთობები კიდევ მეტად გააქტიურდება. თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, დიდი შანსია, რომ თქვენს ურთიერთობაში მეტი ჰარმონია და მრავალფეროვანი დღეები შემოვიდეს.

ამ თვეში გექნებათ შესაბამისი მოტივაცია, თავდაჯერებულობა და შემართება, რომ საყვარელ ადამიანებს გრძნობებში გამოუტყდეთ, გულწრფელად ესაუბროთ და ახალი ეტაპები დაგეგმოთ.

გარდა ამისა, თუ მარტოხელა ხართ, 2025 წლის ნოემბერში შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და საინტერესო თავგადასავალში ჩაგრთავთ.

ეს არის თვე, როდესაც ინიციატივების გამოვლენა განსაკუთრებით მოგინდებათ და მიხვდებით, რომ სიახლეები და მრავალფეროვნება გჭირდებათ.

მაშინ, როდესაც პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანში გადავა, ეს ასტროლოგიური მოვლენა ყველაზე დიდ გავლენას ურთიერთობაში მყოფ ვერძებზე მოახდენს. რომანტიკული თავგადასავლების მოსაწყობად იდეალური დროა. შაბათ-კვირას მოგზაურობა, ერთად გასეირნება, რომანტიკული შეხვედრები, ღონისძიებებზე დასწრება დაგეგმეთ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ნოემბერში თქვენთვის ურთიერთობების თვალსაზრისით, შეიძლება, დაბრკოლება ის იყოს, რომ რეტროგრადულმა მერკურმა შესაძლოა, ყოფილი ურთიერთობები გაააქტიუროს. ამიტომ, თუ მოულოდნელად ყოფილი შეყვარებულისგან, პარტნიორისგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ გაგიკვირდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ძველი ურთიერთობების აღდგენა ამ პერიოდში შესაძლოა, სარისკო იყოს, რადგანაც როდესაც პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს, ყველა გრძნობა, ემოცია თავის ადგილს დაუბრუნდება და ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებული დარჩება.

2025 წლის ნოემბერი თქვენთვის ურთიერთობებში ახალი თავგადასავლების, დადებითი განწყობისა და სასიამოვნო მოგონებების თვეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ლაშა, ჩემო ძმაკაცო, მიცვალებულიც კი მებრძოლი ხარ... მშვიდად განისვენე!“ - ანრი ბიბინეიშვილი

⭕„კარგი დღეა ჯილდოს მისაღებად, დაწინაურებისა და დახმარებისთვის ზემდგომ ორგანოებთან თხოვნით მისამართად“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„როგორ მივედით იქამდე, რომ შენთვის სულ ერთი ხდება რას განიცდის დედა, რომელსაც შვილი უკვდება… ან ის შვილები მამას, რომ კარგავენ“ - რას წერს ჟურნალისტი

წყარო: www.beaumonde.ge