Digest Logo

„ლაშა, ჩემო ძმაკაცო, მიცვალებულიც კი მებრძოლი ხარ... მშვიდად განისვენე!“ - ანრი ბიბინეიშვილი

1761720672
ანრი ბიბინეიშვილი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და გარდაცვლილი მეგობრის ლაშა ბასლანძის შესახებ წერს, იგი ასევე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართვას, რომლებსაც მისი გარდაცვალება გაუხარდათ:

„ისე, როგორ უნდა დაეცე (არა)ადამიანო, რომ გაიხარო ვინმეს გარდაცვალებით?! თუნდაც მტერი იყოს ის შენი! როგორ გახარებს ადამიანის სიკვდილი? შენი მტერი, ხომ შვილია მისი დედ-მამისთვის, ხომ მშობელია მისი შვილებისთვის?

არ მინდა დავიჯერო ასეთი რეალობა, მაგრამ…  

ლაშა, ჩემო ძმაკაცო, მიცვალებულიც კი, მებრძოლი ხარ და შენ გაიმარჯვე ამ ბრძოლაშიც, როცა მხოლოდ ლეში დატოვე მათგან! უსახურები დარჩნენ შენი გარდაცვალებით, ნიღაბი, რომ ჩამოადღლიზე სათითაოდ!!!
მშვიდად განისვენე ძმაო!!!
ძალიან მომენატრები.
მიყვარხარ და შევხვდებით აუცილებლად!!!“, - წერს ანრი ბიბინეიშვილი.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ, რომელიც გუშინ 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ სამყაროს ხსნას აპირებ, ჯერ შენი ქვეყანა გადაარჩინე“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ჩემი მამა...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი

⭕„როგორ მივედით იქამდე, რომ შენთვის სულ ერთი ხდება რას განიცდის დედა, რომელსაც შვილი უკვდება… ან ის შვილები მამას, რომ კარგავენ“ - რას წერს ჟურნალისტი