Digest Logo

🎥 ზოდიაქოს 3 ფავორიტი ნიშანი ნოემბერში - „სიის სათავეში არიან ლომები“

1793952324
სოფიო ბზეკალავა

ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა ნოემბრის ფავორიტ ზოდიაქოს 3 ნიშანს ასახელებს:

სიის სათავეში არიან ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ისინი ნოემბერში ჩრდილიდან გამოვლენ, საკუთარი ამბიციების ძალიან სწორი ფორმით, თამამად დეკლარირდებიან. ჩრდილიდან გამოვა ბევრი პრობლემა და საიდუმლო, რაც მათ ხელს უშლიდა წინსვლასა და წარმატებაში. 

სიის მეორე პრეტენდენტი, ვინც ნოემბერში ფავორიტი იქნება, ეს არის ვერძი. 

ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან მნიშვნელოვნად დადგება საკითხი პირადი და პარტნიორული ურთიერთობის. ვერძი იქნება ძალიან აზარტული, ექნება საშუალება, რომ არამხოლოდ ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი პუბლიკაც კი მოხიბლოს.

ბოლო ნიშანია ტყუპები. 

ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ნოემბერი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, 15-17 რიცხვის შემდეგ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაფასების პერიოდი, იქნება ღირსეული გამარჯვება იმ სირთულეებზე, რაც მის ცხოვრებაში იყო. მთავარი პრინციპია, თუ რა გააცნობიერეს ტყუპებმა და სად გადააფასეს ბევრი, მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარ ცხოვრებაში. ტყუპს ექნება საშუალება, ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 6 ნოემბერს? - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

🎥 „ფეხები წაერთვა და ვეღარ დადის“ - რას ჰყვება სოცქსელის მომხმარებელი 21 წლის ბიჭზე, რომელიც ენერგეტიკულ სასმელებს ფარულად სვამდა

🎥 „9 ნოემბრამდე 2-3 გრადუსით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

✕