მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვაცნობს.
მისი თქმით, 3 დღის განმავლობაში საქართველოში დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი და 9 ნოემბრამდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება:
„6 ნოემბერს შედარებით შესუსტდება ნალექის ინტენსივობა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში.
მომდევნო დღეების განმავლობაში, 3 დღის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში იქნება დაწეული ტემპერატურა. თუ წინა კვირაში გვიფიქსირდებოდა ნორმაზე 2-3 გრადუსით მაღალი ტემპერატურა, ამ კვირაში პირიქით, ნორმაზე 2-3 გრადუსით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.
9 ნოემბრამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით ძლიერად იწვიმებს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმი. ბუნება ნელ-ნელა გვაჩვევს, რომ ზამთარი მოდის“, - ამბობს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: