სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა კაცის მძიმე ისტორია, რომლის შესახებაც ერთ-ერთი მომხმარებელი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ჰყვება. მისი მონათხრობის მიხედვით, 21 წლის ბიჭი ოჯახისგან ფარულად, დიდი ხნის განმავლობაში ენერგეტიკულ სასმელებს მოიხმარდა, რის შემდეგაც მოულოდნელად სიარულის უნარი დაკარგა. როგორც კაცი ამბობს, ახალგაზრდა თურქეთში გამოიკვლიეს და მდგომარეობა ენერგეტიკული სასმელების მიღებას დაუკავშირეს. ამჟამად ის რეაბილიტაციის კურსს გადის, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა ჯანმრთელობის სრულად აღდგენას.
„ფეხები წაერთვა ახალგაზრდა ვაჟკაცს, იმიტომ, რომ სვამდა ენერგეტიკულ სასმელებს.
ჩემი ახლობელის ძმა, ოჯახის ფარულად, დიდი ხნის განმავლობაში სვამდა ენერგეტიკულ სასმელებს. 21 წლის ახალგაზრდაა, რომელიც არ ეწევა, შედარებით ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და არავინ იცოდა, რომ ენერგეტიკულებს სვამდა, მომენტში წაერთვა ფეხები და ვერ დადის.
წაიყვანეს თურქეთში, გადაამოწმეს, შეამოწმეს და ოფიციალური დიაგნოზია, ენერგეტიკულ სასმელებმა ახალგაზრდა კაცს წაართვა ფეხები! ამჟამად გადის რეაბილიტაციის კურსს, აღუდგება თუ არა ბოლომდე ჯანმრთელობა არავინ იცის. ამ ენერგეტიკულმა სასმელმა გამოიწვია ტვინში ნერვის დაზიანება და მიიღო ასეთი ზიანი“, - ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „9 ნოემბრამდე 2-3 გრადუსით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან