Digest Logo

„ჩვენი ამ სოფლისადმი სიყვარული ბადებს უსიყვარულობას მოყვასისადმი...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1784613915
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„– რა გვიშლის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს?!
– ერთი ეგოიზმია.
– კიდევ? რომ დავანაწევროთ? კიდე რა გვიშლის?
– ის, რომ ჩვენ გვიყვარს ეს სოფელი.
– რას ნიშნავს გვიყვარს ეს სოფელი?
– ამ სოფელში უამრავი მიზნები გვაქვს, საქმეები გვაქვს,
ჩვენი კომფორტი გვაქვს, ჩვენი მისწრაფებები გვაქვს,
ჩვენი ინტერესები გვაქვს, რომლითაც სიამოვნებას იღებს და ბედნიერობს ჩვენი დაცემული ბუნება,
ჩვენი სხეული,
ჩვენი სულის პატივმოყვარეობა არის დაკმაყოფილებული,
და ანგარება,
შური,
და რა თქმა უნდა, ფუფუნება...
გესმით?!
და ადამიანს არასოდეს არ აქვს ის საკმარისი ამქვეყნიური დოვლათი, მოდი ასე ვთქვათ, რომ თავისი პირადი ეგოისტური ფუფუნება,
სიამოვნება,
პატივმოყვარეობა,
მისწრაფებები დაიკმაყოფილოს – არასოდეს.
ასეთი რამე არასოდეს არ ხდება.
ადამიანი მრავალი მილიარდის მფლობელი რომ გახდეს,
ის მაინც უკმაყოფილო იქნება,
და თუ ეს უკმაყოფილობა, რაღაცნაირად, ახალი გასართობით
და ახალი სიამოვნების წყაროთი არ ჩაახშო საკუთარ თავში – თავსაც იკლავს.
იმიტომ იყო, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში,
განვითარებულ ქვეყნებში იყო თვითმკველობები ყველაზე მეტი,
იმიტომ რომ ადამიანები ვეღარ პოულობდნენ ცხოვრების საზრისს,
და ის კიდევ, რაც აქვს – არ აკმაყოფილებს,
მეტი და მეტი უნდა – ოღონდ არ იცის,
ადამიანს ვერაფერი ვერ აძღობს...
– და რაში ვლინდება ეს მოყვასისადმი?!
– იმაში, რომ არასოდეს არ გაგემეტება შენ მოყვასისათვის ის, რაც შენ გინდა,
და შენ გინდა უსასრულო რაოდენობის რაღაც,
რასაც არ იცი,
სახელსაც კი ვერ არქმევ...
ამიტომ,
ჩვენი ამ სოფლისადმი სიყვარული ბადებს უსიყვარულობას მოყვასისადმი,
შეუძლებელია გვიყვარდეს ერთმანეთი,
შეუძლებელია,
საკუთარი თავი გვიყვარს ამ ცხოვრებაში – და იმიტომ.
ჩვენი გონებაც,
ჩვენი გრძნობებიც მიწეპებულია ამ სოფელს.
როგორ შეიძლება მიყვარდეს გვერდზე მყოფი ადამიანი და არაფერს ვაკეთებდე, როცა რაღაც უჭირს,
რომელსაც რაღაცა სტკივა,
რომელსაც რაღაცა აწუხებს?!
ამიტომაც,
ჩვენ რომ ქრისტიანები გავხვდეთ და სულიერი ადამიანებად ვიქცეთ, მართლა – უმნიშვნელოვანესია სამრევლო ცხოვრება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 21 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ყველაზე ინტენსიური და ემოციურად რთული დღეა, დიდი გამოცდა გველოდება...“ - 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივლისს საქართველოში