Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს კარმული ვალების დასრულების პერიოდი დგება

1778233393
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

გიგრძნიათ ოდესმე, რომ ზურგზე უხილავი ზურგჩანთა გაწევთ? თითქოს, ყველაფერი რიგზეა, თუმცა შინაგან სიმძიმეს მაინც გრძნობთ. ეს არის საკუთარი თავისთვის მიცემული და შეუსრულებელი პირობები, მცდარი არჩევანი, ადამიანები, რომელთაც სითბო ან გულწრფელობა დააკელით. 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ზოდიაქოს სამ ნიშანს ამ ტვირთის მოხსნისა და ზედმეტი სიმძიმისგან გათავისუფლების იშვიათი შესაძლებლობა მიეცემა.

11-დან 31 მაისამდე პერიოდს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. სწორედ ამ დღეებში კუროს, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის საჭირო გასაღები იმალება. ცვლილებებს სხვა ნიშნებიც იგრძნობენ, თუმცა ეს სამეული სამყაროსთან "ძველ საუბარს" საბოლოოდ დაასრულებს. ყოველგვარი პათოსისა და ხმამაღალი სიტყვების გარეშე, ისინი უბრალოდ ამოისუნთქებენ და შვებას იგრძნობენ.

კურო: აპატიეთ საკუთარ თავს წარსულის შეცდომები

თქვენ, კუროები, დაგროვებას ხართ ჩვეულნი. ეს არა მხოლოდ ფულს, არამედ წყენას, დანაშაულის გრძნობასა და ფიქრებს - "სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი" ეხება. 2026 წლის მაისი ამ ჩვევას დაგარღვევინებთ. 16 მაისს, კუროს ნიშანში ახალმთვარეობაა, რაც მომდევნო ექვსი თვისთვის ახალ პროგრამას აყალიბებს. თუმცა, ახლის ასაშენებლად ადგილის გათავისუფლებაა საჭირო. იქამდე, 14 მაისს, მზე და მერკური კუროს ნიშანში ხვდებიან. ეს საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის ტოლფასია.

თქვენ მოულოდნელად გააცნობიერებთ: ვალს, რომელსაც ატარებდით, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავისგან ითხოვდით. ძველი ვალები ხშირად სწორედ ასე - დაუსრულებელ შინაგან პროცესებად გვევლინება.

18 მაისს კუროს ნიშანში მარსი შედის და იქ დიდხანს რჩება, რაც თქვენ შეუპოვარ ძალას შეგმატებთ. თუმცა, 26 მაისს მარსისა და პლუტონის კვადრატურის გამო სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, ვინმემ კონფლიქტში ჩათრევა, წარსული შეცდომების შეხსენება ან დანაშაულის გრძნობით მანიპულირება სცადოს. პროვოკაციას ნუ აჰყვებით. თქვენი ამოცანა სხვებთან ბრძოლა კი არა, საკუთარ წარსულთან შეთანხმებაა.

გაზაფხულის ბოლომდე ვალის გასტუმრება კუროსთვის საკუთარი თავის დასჯის შეწყვეტას ნიშნავს.

16 მაისის ახალმთვარეობა მადლიერების რიტუალისთვის საუკეთესო დროა: ფურცელზე ის სამი შეცდომა დაწერეთ, რომელთა გამოც თავს დღემდე სჯით, და დაწვით. სამყარო თქვენს ხმას აუცილებლად გაიგონებს. 

მერწყული: დაიბრუნეთ თავისუფლება

თქვენ იმდენად დიდხანს ამტკიცებდით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილს, რომ ხშირად მართლაც ახლობელ ადამიანებს კარგავდით. 2026 წლის გაზაფხულის მიწურული ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

19 მაისს მერკურისა და პლუტონის ტრინი იმ საუბრის საშუალებას მოგცემთ, რომელსაც წლებია, აჭიანურებთ. პლუტონი ახლა მერწყულის ნიშანში იმყოფება და ეს პროცესი ქირურგიულ ჩარევას ჰგავს.

26 მაისს ორმაგი გავლენა გელოდებათ. ერთი მხრივ, მარსისა და პლუტონის კვადრატურაა, რა დროსაც შესაძლოა, ვინმემ თქვენი რესურსის - დროის, ფულის ან თავისუფლების მითვისება სცადოს. მეორე მხრივ, მზისა და პლუტონის ტრინი განახლების მძლავრ ნაკადს წარმოშობს. თქვენ მიხვდებით, რომ ბედის ძველი ვალი, რომელსაც წლების განმავლობაში იხდიდით, მხოლოდ გაუგებრობის ჩვევა იყო.

31 მაისის სავსემთვარეობა მშვილდოსანში თქვენს წარმოდგენებს რადიკალურად შეცვლის. აღმოჩნდება, რომ თქვენ უკვე ყველაფერი გაეცით. როგორ უნდა გაისტუმროთ ვალი მაისის ბოლომდე? შეწყვიტეთ იმათი გადარჩენა, ვისაც ეს არ უთხოვია. თქვენი ნამდვილი თავისუფლება იქაა, სადაც „არას“ თქმას ახსნა-განმარტების გარეშე შეძლებთ.

მშვილდოსანი: გაუშვით ის, რაც განვითარებას არ ემსახურება

მშვილდოსნები საკუთარი იღბლის წინაშე ატარებენ ვალს. რამდენჯერ მიგიციათ პირობა, რომ ახალ საქმეს დაიწყებდით, თუმცა კვლავაც ერთ ადგილზე რჩებით? 31 მაისის სავსემთვარეობა იქნება სარკე, რომელიც სიმართლეს დაგანახებთ.

22 მაისს მერკურისა და სატურნის სექსტილი, ასევე მზისა და ურანის შეერთება, უცნაურ კომბინაციას ქმნის. მშვილდოსნისთვის ეს ნიშნავს, რომ თქვენი მთავარი ვალი არა იღბლის ნაკლებობა, არამედ ერთდროულად ბევრი საქმის წამოწყება და არჩევანის გაკეთების შიშია.

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია და შინაგანი შიშებისაგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. გადახედეთ თქვენს „წარუმატებლობებს“ და გულწრფელად იკითხეთ: მართლა გსურდათ ეს ყველაფერი? საკუთარი თავის წინაშე ვალის გასტუმრება იმის აღიარებაა, რომ გადაფიქრების უფლება გაქვთ.

29 მაისს ვენერასა და სატურნის კვადრატურამ შესაძლოა, სევდიანი ფიქრები აღძრას, თუმცა მათ ნუ ენდობით. 31 მაისის სავსემთვარეობა ჭეშმარიტ გზას მიგითითებთ. გაზაფხულის ბოლომდე მშვილდოსნებისთვის ერთი დაწყებული ციკლის დასრულებაა მნიშვნელოვანი. დაასრულეთ საქმე, რომელსაც სამი წელია, აყოვნებთ. ეს ნაბიჯი თქვენს იღბალს კვლავ გაააქტიურებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორ ესესხა ფული წმინდა გიორგის ჩემმა შვილმა?“ - რას ჰყვება ნინი შერმადინი

⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„სულიერი ცხოვრების პროცესი არის ძალიან საინტერესო“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე