Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

1742306509
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

15 მარტს პლანეტა მერკურმა ვერძის ნიშანში რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო, 29 მარტს თევზების თანავარსკვლავედში გადავა, 26 აპრილს კი რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს. თითქმის, თვე-ნახევარი, ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტა მართავს, შეფერხდება, ადამიანებს კომუნიკაცია გაუჭირდებათ, შესაძლოა, გეგმების შესრულება ვერ შევძლოთ და მანიპულაციის მსხვერპლიც გავხდეთ.

ასტროლოგიაში, მერკური კომუნიკაციაზე, ინფორმირებულობაზე, ტრანსპორტსა და ტექნიკაზეა პასუხისმგებელი. ასევე, ფინანსურ ოპერაციებსაც განაგებს. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში ამ დროის განმავლობაში სირთულეებია მოსალოდნელი. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს:

ვერძი

ვინაიდან მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ვერძის ნიშანში იწყებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში წინა პლანზე გადმოვა ყველა ის პრობლემა, რომლებიც გადაუჭრელი დატოვეთ. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ძველი მეგობრები, პარტნიორები, შეყვარებულები გამოჩნდნენ, წარსულს რაიმე ფორმით დაუკავშირდეთ და არცთუ ისე სასიამოვნო საუბრები შედგეს. შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. იზრუნეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მიიღეთ დაბრკოლებები გამოცდილებად და იმოქმედეთ გონივრულად.

თევზები

ვინაიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას თევზების თანავარსკვლავედში გააგრძელებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც დიდ გავლენას იგრძნობენ. შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და მოტივაციაც ხშირად დაკარგოთ. თუმცა, კარგი ამბავიცაა - 29 მარტს რეტროგრადული მერკური მზის დაბნელებასთან ერთად კარგ ფინანსურ შესაძლებლობებს მოგიტანთ. დაწინაურება და შემოსავლის ზრდა გელოდებათ. ნუ შეიკავებთ ემოციებს. ღიად ისაუბრეთ იმაზე, თუ რა არ მოგწონთ. ასევე, დააწესეთ პირადი საზღვრები. ეს პერიოდი გაჩვენებთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ.

ქალწული

კიდევ ერთი ნიშანი, რომელმაც რეტროგრადული მერკურის პერიოდში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ქალწულია. ქალწულებისთვის პლანეტა მერკური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული პლანეტა მათი მფარველია. წესრიგისა და ორგანიზებულობის მოყვარულ ქალწულებს რეტროგრადული მერკურის პერიოდში ქაოსთან გამკლავება მოუწევთ, რაც მათ ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი საქმეები შეგხვდეთ და დროის გადანაწილება გაგიჭირდეთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ხანდახან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. კონცენტრირდით საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, შეეცადეთ, დამშვიდდეთ. ეს სიტუაციასთან გამკლავებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ტყუპები

პლანეტა მერკური ასევე ტყუპების ნიშნის მფარველიცაა. შესაბამისად, მისი რეტროგრადული მოძრაობა აღნიშნულ ნიშანზეც დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, კომუნიკაცია განსაკუთრებით გაგიჭირდეთ, მომატებული შფოთვა იგრძნოთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რაც, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში პრობლემებს შეგიქმნით. უფრო მეტიც, ტყუპები, რომლებსაც, როგორც წესი, ზედმეტი სენტიმენტები არ აწუხებთ, ახლა განსაკუთრებით ემოციურები გახდებიან. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ მკაფიო კომუნიკაცია გქონდეთ. ნუ ელით, რომ ახლობლები, მეგობრები თქვენს აზრებს წაიკითხავენ. დააფიქსირეთ ის, რაც გსურთ, არ მოგწონთ, შეცვლა გინდათ... ასე კომუნიკაციის პრობლემებს თავიდან აირიდებთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ასე დასრულდა არ დაწყებული“ - აჭარაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის საქმრო ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ვერასოდეს ვიოცნებებდი ფილმში ეკა მჟავანაძესთან ერთად თუ ვითამაშებდი და ტექსტები მექნებოდა მასთან“ - დათო ლიკლიკაძე გადაღებიდან ფოტოებს აქვეყნებს

🎥 როგორ ვისწავლოთ ცხოვრება აწმყოში? - ფსიქოთერაპევტის რჩევები

წყარო: www.beaumonde.ge