Digest Logo

🎥 როგორ ვისწავლოთ ცხოვრება აწმყოში? - ფსიქოთერაპევტის რჩევები

1742300527
ნინო კანდელაკი

ცხოვრება დღევანდელი დღით, როგორ ვისწავლოთ ცხოვრება აწმყოში? - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა ნინო კანდელაკმა გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა:

„მინდა დავიწყო ჯონ ლენონის სიტყვებით - „ცხოვრება არის რაც ახლა გვემართება და ამ დროს სულ სხვა გეგმებს ვაწყობთო“. უბრალოდ უნდა მიიღო ის რაც გემართება და იყო სადაც ხარ. ეს მომენტი არის ერთადერთი რამ, რისი მართვაც შეგვიძლია. არის ასეთი გამონათქვამი - ცხოვრება როგორც მედიტაცია. ანუ უნდა მივიღოთ ის რაც გვაქვს. შენ ის რეალობა თუ არ მიიღე სადაც ხარ, ვერ ამოხსნი რეალობას. იმ მომენტში ყოფნა უკავშირდება ჩვენს მადლიერებასაც და ბედნიერებასაც. თუ ადამიანი ცხოვრობს გაცნობიერებული ცხოვრებით, ის უკვე ბედნიერია.

აქ მე კი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ ვხედავ, რა ხდება მომავალში. ქვეცნობიერი ამას გრძნობს და ამჩნევს იმას თუკი რა გეგმები გვაქვს მომავალში. თუ კი მან დაინახა, რომ ადამიანს აღარაფერი დარჩენია და არანაირი გეგმა არ აქვს, შესაძლოა სიკვდილის ფუნქციაც ჩართოს“, - აღნიშნა ნინო კანდელაკმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი საყვარელი ცეკვის სტუდია...“ - რა კადრებს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე?

🎥 რა კავშირშია თითებით ვარჯიში ტვინთან? - რეკომენდაციები

⭕🌒„თავიდან აიცილეთ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები...“ - 18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან