ზამთრის დასასრული ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ წარმატებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ჰპირდება. მოულოდნელი სიურპრიზი, ურთიერთობებში სიცხადე და სამომავლო გეგმების მკაფიოდ ჩამოყალიბება მათ ნამდვილად სასიამოვნო დღეებს უმზადებს:
მერწყული
თებერვალი თქვენთვის „შესაძლებლობების ფანჯარას“ ხსნის. მიიღებთ ნიშანს, იდეას ან შეთავაზებას, რომელიც ყველაფერს მკვეთრად შეცვლის. შეხედეთ თქვენს ცხოვრებას პოზიტიური პერსპექტივით და გადაწყვიტეთ, რა მიმართულებით გსურთ წარმატების მიღწევა. ზამთრის დასასრული სწორედ საბედისწერო გადაწყვეტილებებს მოგიტანთ. სამყარო კი მოქმედებისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, როდესაც მოძველებული კავშირები, ურთიერთობები, ზედმეტი ვალდებულებები აზრს კარგავს და ახალი ხედვა და მიდგომები ყალიბდება.
კირჩხიბი
კირჩხიბების დახვეწილი ინტუიცია უნაკლოდ მუშაობს. იგრძნობთ, სად გელოდებათ სასარგებლო კონტაქტები და მოგებიანი შესაძლებლობები და სად იმალება ხაფანგები. თებერვლის ბოლოს ძალიან წარმატებული პერიოდი გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს, ფინანსური სიურპრიზი, დაწინაურება, ხელფასის ზრდა, გამართლება, ახალი, მნიშვნელოვანი ნივთის შეძენა თუ ფულის მოგებიანად ინვესტირება. ნახავთ, რომ ის დაბრკოლებები, რომლებიც აქამდე წარმატებას ხელს გიშლიდათ, ნელ-ნელა ქრება და საკუთარი მიზნების განხორციელებას მოახერხებთ.
მშვილდოსანი
ზამთრის დასასრული ენერგიის მოზღვავებას მოგიტანთ. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოულოდნელად ცოცხლდება და მათ განხორციელებას ახალი ძალებითა და შემართებით შეძლებთ. შეთანხმებები, გეგმები, შემოქმედებითი იდეები, შთაგონება - ყველაფერი თქვენ მხარესაა. ახალი ეტაპი გელოდებათ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყარო გიღებთ კარს, რომელიც დიდი ხანია, დახურულია.
სასწორი
თებერვალში გათავისუფლდებით შინაგანი ეჭვისგან, რომელიც დიდი ხანია, წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. სტაბილურობას, სიმშვიდესა და სიცხადეს იგრძნობთ და მკაფიოდ განსაზღვრავთ, რისი გაკეთება გსურთ სამომავლოდ. საბოლოოდ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, გააკეთოთ ის არჩევანი, რომელიც დიდი ხანია, გადადეთ. ეს პერიოდი გაჩვენებთ, რომ სიახლეების დროა. ცვლილებების განხორციელებისთვის კი ახლა ყველა პირობა გაქვთ.
ლომი
ლომებისთვის ზამთრის დასასრული ძალების აღდგენას ნიშნავს. ეს არის პერიოდი, როდესაც არახელსაყრელი დღეები, წარუმატებლობები უნდა დაივიწყოთ, გამოიყენოთ არსებული გამოცდილება და ახალი ეტაპი დაიწყოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თავს კვლავ საკუთარი ისტორიის ავტორად იგრძნობთ და თავდაჯერებულობა გაგეზრდებათ. წინ არაერთი ხელსაყრელი შეთავაზება გელოდებათ. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და პასუხისმგებლობებისთვის მზად იყოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: www.beaumonde.ge