2025 წლის შემოდგომა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. იქამდე, სანამ ბევრი ადამიანი წინასადღესასწაულო სამზადისსა და აქტიურობაში ჩაერთვება, გვაქვს შანსი, დაწყებული საქმეები დავასრულოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება:
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
ნოემბრის მეორე ნახევარში ყველა ნიშანი რეტროგრადული მერკურის გავლენის ქვეშ მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაკუთრებით ემოციური და საფრთხილო პერიოდია, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს აქაც შეუძლიათ, წარმატებას მიაღწიონ და გარკვეული ეტაპები სასარგებლოდ გამოიყენონ. კერძოდ, ნოემბრის ბოლომდე გექნებათ შესაძლებლობა, დაკარგული კავშირები აღადგინოთ, შეურიგდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ან ახალი, საინტერესო ნაცნობები შეიძინოთ. თუ 2025 წლის გაზაფხულზე რაიმე მიზეზით ადამიანებთან ურთიერთობა დაასრულეთ ან კომუნიკაცია გაგირთულდათ, სწორედ ახლა გაქვთ შანსი, რომ გამოასწოროთ.
გარდა ამისა, ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი გელოდებათ. ეს დანაზოგის გაკეთებისთვის ან მოგებიანი გარიგებებისთვის კარგი პერიოდია. ასევე, მცირე ფულადი ბონუსების მიღებაც შესაძლებელია.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებს თვითგამოხატვის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს პერიოდი შემოქმედებით საქმიანობაში, საჯარო გამოსვლებში, თქვენი იდეების გავრცელებასა და განხორციელებაში განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ. 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე PR სპეციალისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მხატვრებისთვის, დიზაინერებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის საკმაოდ წარმატებული პერიოდია.
გარდა ამისა, შესანიშნავი დროა ექსპერიმენტებისათვის. თუ გარდერობის განახლებას, იმიჯის შეცვლას, კვებითი ჩვევების დარეგულირებას დიდი ხანია გეგმავთ, ახლა შეგიძლიათ, განახორციელოთ. თვის ბოლომდე მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ და გექნებათ შანსი, საკუთარი გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ნოემბრის მეორე ნახევრიდან თქვენთვის იდეალურია დროა იმისათვის, რომ საუბრის ეტაპიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადახვიდეთ და გეგმების განხორციელებაზე რეალურად იფიქროთ. ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების რწმენას დაგიბრუნებთ და თავდაჯერებულობის გაზრდაში დაგეხმარებათ, რაც ყველაზე ამბიციური იდეების გამოხატვის საშუალებას მოგცემთ. გექნებათ განცდა, რომ ახლა თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. საკმაოდ დიდ მოტივაციას იგრძნობთ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნოემბრის ბოლოსთვის თქვენი სახლი და ყოველდღიური ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდეს. ამიტომ, როდესაც გექნებათ შესაძლებლობა, შეისვენეთ, განიტვირთეთ, სახლის გარემოს განახლებაზე, თქვენთვის სასურველი ნივთების ყიდვაზე იფიქრეთ და საკუთარ თავს მუშაობის პარალელურად, ბედნიერი მომენტებიც შეუქმენით.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
პლანეტა მერკური ქალწულის ნიშანს მართავს. როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობაშია, გარკვეულ დაბრკოლებებთან ერთად, ქალწულები მნიშვნელოვან სარგებელსაც იღებენ. კერძოდ, შესაძლოა, დეტალებზე უფრო კონცენტრირებული გახდეთ, გადახედოთ განვლილ ეტაპებს და სამომავლოდ კონკრეტული გეგმები შეიმუშაოთ. გაქვთ შანსი, რომ შეჩერებული საქმეები, პროექტები თავიდან გააცოცხლოთ და ამჯერად ბოლომდე განახორციელოთ.
ასევე, ფინანსებთან დაკავშირებითაც გაგიმართლებთ. შესაძლოა, ფინანსური ვალდებულებების დაფარვის, შემოსავლის გაზრდისა და ბონუსის მიღების შესაძლებლობა გქონდეთ. დამატებითი თანხის გამომუშავების შესაძლებლობებს ხელიდან ნუ გაუშვებთ და ახალი პასუხისმგებლობების ნუ შეგეშინდებათ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ნოემბრის ბოლომდე სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული და კარგი პერიოდი გელოდებათ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და თქვენ შორის სასიამოვნო კომუნიკაცია ჩამოყალიბდეს. ხოლო, თუ ურთიერთობაში ხართ, ეს პერიოდი ჰარმონიას მოგიტანთ და შესაძლოა, ურთიერთობის სტატუსის შეცვლაზეც იფიქროთ.
გარდა ამისა, პირად ცხოვრებაში კონფლიქტებისა და გაუგებრობების მოგვარება და პრობლემების მშვიდად გადაჭრაც შეგიძლიათ. მთავარია, გულწრფელი საუბრების არ შეგეშინდეთ. მოგზაურობის იდეები და ახალი გამოცდილების მიღების სურვილი კვლავ თქვენთან იქნება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, შემდგომი პერიოდი საინტერესოდ დაგეგმოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ოპერაციიდან 30 დღე გავიდა...“ - ლილიანას საოცარი გარდასახვა
წყარო: www.beaumonde.ge