Digest Logo

„იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მაქვს... როდესაც იგებდნენ, რომ დევნილი ვიყავი, ჩვენივე თანამოქალაქეები ისე მიყურებდნენ, თითქოს მთვარიდან ჩამოვედი“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია

1763015757
ლიკა კვარაცხელია

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია 9 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 44 წლის გახდა. მან დაბადების დღე მეგობრების, ოჯახის წევრების და კოლეგების გარემოცვაში აღნიშნა. 

ახლა კი მოდელმა OK! Magazine Georgia-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დევნილობაზე ისაუბრა:

„მე დღემდე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მაქვს. რა თქმა უნდა, რთულია იყო დევნილი. ვფიქრობ, იმ დროს ხალხი ვერ იაზრებდა, თუ რა მოხდა. როდესაც იგებდნენ, რომ დევნილი ვიყავი, ჩვენივე თანამოქალაქეები ისე მიყურებდნენ, თითქოს მთვარიდან ჩამოვედი. მაგრამ მაინც მგონია, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ხალხმა არ იცოდა, რეალურად რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ ან რისთვის. არაერთხელ მომიწია სკოლის შეცვლა თანაკლასელების დამოკიდებულების გამო. თუმცა ძალიან ბევრი კეთილი ადამიანიც იყო ჩვენ გარშემო, ვინც უანგაროდ გამოგვიწოდა დახმარების ხელი. შესაბამისად, ცუდი არაფერი მახსენდება იმ პერიოდიდან, ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ ამოვშალე მეხსიერებიდან“, - ამბობს ლიკა კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ, დეპრესია სრულად დამარცხებული ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს“ - გიორგი კეკელიძის და მარიამ სოსელიას სიყვარულის ისტორია

🎥 „ოპერაციიდან 30 დღე გავიდა...“ - ლილიანას საოცარი გარდასახვა

„თაფლი და გამდნარი კარაქი თანაბარი პროპორციით, საწამლავია“ - შეუთავსებელი პროდუქტების სია, რაც იმუნიტეტს ასუსტებს