გაზაფხულის ბუნიობა და მზის ვერძის ნიშანში გადასვლა ახალ ასტროლოგიურ ციკლს დაუდებს სათავეს. ზოდიაქოს ხუთ ნიშანს კი ეს პერიოდი მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს.
20 მარტს მზე ვერძის ნიშანში გადავა და იქ 20 აპრილამდე დარჩება. ასტროლოგების განმარტებით, ეს მზის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციაა. მის დადებით გავლენას ზოდიაქოს შემდეგი ნიშნების წარმომადგენლები იგრძნობენ:
1. ვერძი
2. ლომი
3. მშვილდოსანი
4. ტყუპები
5. მერწყული
ამ დროს თვითშემეცნებასთან, გარეგნობასთან, იმიჯთან, ქცევის მანერასთან, ფიზიკურ მდგომარეობასთან, ინიციატივასა და პირად საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.
20 მარტი განსაკუთრებული თარიღია. გარდა იმისა, რომ მზე ვერძის ნიშანში გადადის და ამ მოვლენას ასტროლოგიურ გაზაფხულს უწოდებენ, წელს გაზაფხულის ბუნიობაც სწორედ აღნიშნულ დღესაა.
გაზაფხულის ბუნიობას უძველესი დროიდან მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. გაზაფხულის ბუნიობა გამოღვიძებასთან, ახლის დასაწყისთან და აღორძინებასთანაა დაკავშირებული.
ძველად ამ პერიოდში ბევრ კულტურაში ახალ წელს აღნიშნავდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ტრადიცია დღემდე არსებობს. ამ დღისთვის წინასწარ ემზადებოდნენ: საქმეებსა და ურთიერთობებში წესრიგს ამყარებდნენ, სახლში გენერალურ დასუფთავებას ატარებდნენ, ყოველივე უსარგებლოსგან თავისუფლდებოდნენ და ახლობლებისთვის საჩუქრებს ამზადებდნენ.
ბუნიობის დღეს ემოციურად პოზიტიურ განწყობაზე ყოფნაა საჭირო, ხოლო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გადატვირთვას თავი უნდა ავარიდოთ. ითვლება, რომ ამ პერიოდში დადებითი ენერგიების მძლავრი მუხტი მოქმედებს და ფიქრის ძალა იმატებს, რაც სურვილების რეალიზაციას უწყობს ხელს.
ამიტომ, ეს შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ ახალი საქმეები დაგეგმოთ. დაიწყოთ თქვენთვის სასურველი პროექტები, განახორციელოთ ის, რაც დიდი ხანია, გინდათ, მოლაპარაკებები წარმართოთ, გადაჭრათ ძველი პრობლემები.
ასტროლოგები ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ, რადგანაც აღნიშნულ დღეს შესაძლოა, მიიღოთ ისეთი საინტერესო შეთავაზებები, რომლებიც თქვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის და წინსვლაში დაგეხმარებათ.
ზოგადად კი, გაზაფხულის ბუნიობისა და ასტროლოგიური გაზაფხულის დაწყების დღე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ხელსაყრელი იქნება და შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს, ცხოვრების განახლებული, ბევრად საინტერესო ეტაპი დავიწყოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge