ფსიქოენერგეტიკული თერაპიული პრაქტიკები ცდილობს ადამიანის ფსიქიკის (გონება, ემოციები) და „ენერგიის“ (სხეულის შიდა მდგომარეობა, სიცოცხლის ძალა) ერთმანეთთან დაკავშირებას და ამ გზით კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
როგორ მუშაობს ფსიქოენერგეტიკული თერაპიული პრაქტიკები? - ამ თემაზე ინტერვიუ თამარ აქუბარდიამ ბიოენერგეტიკოს, აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელ და ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატთან მამუკა მანგოშვილთან ჩაწერა:
„მთავარია შენი განწყობა, ფიქრი იმ თემაზე და მერე წამოვა ფანტაზიაც.
ყველა ორგანოს თავისი მოკავშირე პლანეტა ჰყავს ზეცაში. მაგალითად, რომელიმე ორგანოს აქვს რაღაც ბლოკი, ვამუშავებთ იმ ზონას და იმ კონკრეტულ პლანეტასთან ენერგია ჰარმონიულდება და რასაც ვასხივებთ, იმას ვიღებთ.
ორბიტების დამუშავება არის მარტივი და ეფექტური, რასაც მერე ადამიანი თავისდა უნებურად ასხივებს, წინ მოდის იუპიტერი.
მთავარი მნიშვნელობა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ფსიქიკის დამუშავებას კი არ აქვს, ფიზიკური მოძრაობაც მნიშვნელოვანია. ენერგიას აქვს თავისი ინერცია, რასაც ეზოტერიკოსებიც არ ითვალისწინებენ.
ყველა პლანეტას თავისი ტალღები აქვს, სხვადასხვანაირი ვიბრაცია და ხელწერა აქვს, შედიხარ მასთან კონტაქტში და შენც ამის მატარებელი ხდები. როდესაც იმის მატარებელი ხდები, გამოსხივებას ახდენ და იმ პლანეტაში რაც სასურველია, პოზიტიურია ძალაუნებურად სინქრონულ კავშირშია ორგანოებთან.
ეს არის ალქიმია, თავის დროზე ეს შეიქმნა ადამიანის გასასხივოსნებლად“, - ამბობს მამუკა მანგოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს რომ ცოცხალი ვარ, უწმინდესის დამსახურებაა“ - ირაკლი იმნაიშვილი ილია მეორეზე