Digest Logo

„ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე და ჩამოვართვი, ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე და მთელი გულით, ხმამაღლა და ხმაურიანად გაიცინა“ - რას იხსენებს თორნიკე ჯგერნაია

1773840947
თორნიკე ჯგერნაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სტიგმატი და ტელეწამყვანი თორნიკე ჯგერნაია გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა.

მან აწ გარდაცვლილ პატრიარქთან პირველი შეხვედრის დეტალები გაიხსენა:

„მის კაბინეტში პირველად რომ შევხვდი, მე ძალიან პატარა ვიყავი, ის კი ძალიან დიდი…

ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე და ჩამოვართვი. კიდევ გამომიწოდა და მეც ისევ ჩამოვართვი.

მახსოვს, მის გარშემო მდგომ რამდენიმე სასულიერო პირს როგორ შეეკუშტა სახე… თურმე ხელზე უნდა მეამბორა, მე უბრალოდ არ ვიცოდი…

იმ მრისხანე სახეებს შორის ბოლოს მას გავხედე ვერ ვხვდებოდი, რა დავაშავე და გაიცინა, მთელი გულით, ხმამაღლა და ხმაურიანად გაიცინა. თავზე ხელი გადამისვა და…

მოკლედ, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა: მე ის „სიცილიანი“ კაცი უპირობოდ შემიყვარდა…

მედარდება, მენანება და ვწუხვარ…

მშვიდად განისვენე პატრიარქო… შენ იქ წახვედი, სადაც ნათელი არასოდეს ქრება…“, - წერს თორნიკე ჯგერნაია. 

 ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 როგორ მუშაობს ფსიქოენერგეტიკული თერაპიული პრაქტიკები - თამარ აქუბარდიას ინტერვიუ მამუკა მანგოშვილთან

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, უწმინდესის დამსახურებაა“ - ირაკლი იმნაიშვილი ილია მეორეზე

„ბოლო წლებში მხოლოდ ორჯერ - შობას და აღდგომას ვერ შეძლო სამებაში მისვლა, 2026 წელს მაინც მივიდა“ - გოგა ჩანადირი