Digest Logo

ზოდიაქოს ამ 5 ნიშანზე 2023 წლის 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

1698132995
ჰოროსკოპი

2023 წლის 28 ოქტომბერს კუროს ნიშანში მთვარის დაბნელებაა და ამავე დღეს დაბნელების დერეფანი სრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მთვარის დაბნელება ფინანსური თვალსაზრისით, ბევრ ადამიანს ცვლილებებსა და სიახლეებს მოუტანს. გარდა ამისა, ამავე დღეს პლანეტა პლუტონი თხის რქის ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი მოულოდნელად კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებას იგრძნობს.

უფრო კონკრეტულად, 28 ოქტომბერი ფინანსური და კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, ზოდიაქოს შემდეგი ნიშნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება:

ქალწული

მთვარის დაბნელების დროს პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს აჯობოთ და თქვენი საუკეთესო უნარები ბოლომდე გამოავლინოთ. ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან დიდი იღბალი და გამართლება გელით. შესაძლოა, ხელფასის ზრდის შესახებ გაიგოთ, ან კიდევ ფინანსური დავა მოიგოთ. გარდა ამისა, თუკი საერთაშორისო კომპანიასთან კომუნიკაციას გეგმავთ, დიდი შანსია, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს და სასურველი შედეგი მიიღოთ.

ვერძი

დაბნელება თქვენს ფინანსურ სექტორში მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ. შესაძლოა, მოულოდნელად დიდი თანხა, ბონუსი, წახალისება მიიღოთ, დაფაროთ ფინანსური ვალდებულება და გათავისუფლდეთ. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, ვინმემ ვალი დაგიბრუნოთ და ეს თანხა გარკვეული მიზნებისათვის გამოიყენოთ. ასევე, სამსახურში შეიძლება, ახალი, კიდევ უფრო უკეთესი პოზიცია შემოგთავაზონ, თქვენი შრომა და ერთგულება დააფასონ, ეს კი ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება.

ლომი 

მთვარის დაბნელებამ შესაძლოა, მოულოდნელად ახალი სტატუსი, პოზიცია მოგიტანოთ და დაწინაურდეთ. ახალ პროექტებსა და თანამშრომლობაზე დაიწყოთ ფიქრი და პირველი ნაბიჯებიც გადადგათ, რაც თქვენთვის ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი და მოგებიანი იქნება. ყველა შანსი გაქვთ, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც მიაღწიოთ წარმატებას. გარდა ამისა, პლანეტა იუპიტერი ახლა თქვენი ბედნიერების სექტორშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და მეგობრობა სასიყვარულო ურთიერთობასა და სასიამოვნო თავგადასავალში გადაიზარდოს.

სასწორი

დაბნელება თქვენს ფინანსურ სექტორშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური თვალსაზრისით ახლა მნიშვნელოვანი სიახლეები გელით. შესაძლოა, ხელფასის ზრდის შესახებ გაიგოთ, ან კიდევ მემკვიდრეობა მიიღოთ, გადაწყვიტოთ სესხის აღება და ფულის მნიშვნელოვან საქმეში დაბანდება და ასე შემდეგ. ახლა შესაძლოა, ემოციურად რთული პერიოდი გაქვთ. პირადი კრიზისი კი გაიძულებთ, თქვენი ცხოვრების მიზნებს გადახედოთ. არ არის გამორიცხული, რადიკალური ცვლილებები მოგინდეთ და ერთ-ერთი სამსახურის შეცვლაც იყოს. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რადიკალური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ, კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ იმოქმედოთ.

მორიელი

დაბნელება თქვენი ურთიერთობების სექტორში მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პარტნიორთან მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების წინაშე დადგეთ. სავარაუდოდ, ეს შეიძლება ქორწილთან, განქორწინებასთან ან იურიდიულ დოკუმენტზე ხელმოწერასთან იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, შესაძლოა, სამსახურში ხელფასი შეგეცვალოთ და დაგაწინაურონ. საბოლოო ჯამში, სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი იქნება და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს 3 ნიშანი ფავორიტია“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🔵🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები

🔵🎥 „გიო გეგმურ ვიზიტზე გვყავდა“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

წყარო: www.beaumonde.ge