
ასტროლოგები 2025 წლის მაისს დიდი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პერიოდს უწოდებენ. ბევრი ადამიანი სწორედ ამ თვეში ცხოვრების ერთ ეტაპს საბოლოოდ დახურავს და განახლებულ თავს დაიწყებს. ეს არის დრო, როდესაც თითოეული ჩვენგანი შინაგან შიშებსა და კომპლექსებზე კიდევ ერთხელ დაფიქრდება, გადააფასებს ურთიერთობებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ზოდიაქოს ერთი ნიშნისთვის კი 2025 წლის მაისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კერძოდ, ლომის ნიშნის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, საბოლოოდ დაასრულონ ის, რაც თვეების ან წლების წინ დაიწყეს.
1-ელი მაისიდან სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა იწყებს მოგზაურობას ლომის მეცხრე სახლის გავლით. ეს ტრანზიტი 7 ივნისამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული პერიოდი მოგზაურობისთვის, შემეცნებისთვის, ფიზიკური და სულიერი ტრანსფორმაციისთვის შესანიშნავია.
შესაძლოა, ამ პერიოდმა სხვა კულტურის წარმომადგენელ ადამიანთან გაცნობა, იურიდიული გამარჯვება ან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი მოგიტანოთ. ასევე, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით, აღმოჩნდეთ საინტერესო წრეში და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლოთ.
4 მაისიდან პლუტონი, ტრანსფორმაციის პლანეტა, რეტროგრადულ მოძრაობას მეშვიდე სახლში იწყებს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეგხვდეთ და სასიამოვნო სიახლეებმა გაგახაროთ.
11 მაისიდან მერკური კარიერის მეათე სახლში შედის. ეს აქტიური კომუნიკაციის დროა. თუკი ვინმესთან მოლაპარაკებები გაქვთ დაგეგმილი, სამსახურის შეცვლას აპირებთ ან უბრალოდ, დიდი ხანია, მნიშვნელოვან ადამიანთან საუბარი გსურთ, ეს პერიოდი გამოიყენეთ.
21 მაისიდან მზე მეთერთმეტე სახლში შედის. ენერგიის მომატებას იგრძნობთ. შესაძლოა, სოციალურ ქსელებში უფრო მეტად გააქტიურდეთ, საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ...
27 მაისს კი ახალმთვარეობა მეთერთმეტე სახლშია. ეს ახალი იდეების, ნაცნობობისა და შთაგონების დღეა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლში არ დასხდეთ. დაიწყეთ ახალ იდეებზე მუშაობა, შეხვდით მეგობრებს, ახლობლებს და დადებითი ემოციებით შეივსეთ.
წინ ძალიან საინტერესო თვე გელოდებათ. შეძლებთ, არსებული დაბრკოლებების გადალახვას, ძველი ეტაპის საბოლოოდ დასრულებას და განახლებულ მიზნებსა და გეგმებზე მუშაობას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთო თოფურიძე საფრანგეთში გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „უმშვენიერესი, უნიჭიერესი გოგო ხარ“
წყარო: www.beaumonde.ge