
ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
კოცოიევი ის სპორტსმენია, რომელთანაც ილია 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა. 2023 და 2024 წლებში სულამანიძე კონტინენტის პირველობაზე ორჯერ იყო ბრინჯაოს პრიზიორი.
გამარჯვების შემდეგ ემოციებზე სპორტსმენმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა:
„3-ით 1-ს ვაგებდით, ნახევარი იტალია ზეიმობდა, მაგრამ იქ ჩაერთო ქართული სული და მენტალიტეტი…
დავამარცხე სპორტსმენი, რომელთანაც ოპლიმპადაზე დავთმე…
7 წონით კატეგორიაში, მხოლოდ 2-ში არ გვყავდა ევროპის ჩემპიონი და ახლა შვიდივეში გვყავს…
ცრემლიც კი წამომივიდა… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები“, - ამბობს ილია სულამანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: