Digest Logo

„იყავით გულწრფელი ურთიერთობებში, გიყვართ? უთხარით! რაიმე არ მოგწონთ? არც ეს დამალოთ...“ - ვენერას ვერძში გადასვლა, ასტროლოგიური ანალიზი რამაზ გიგაურისგან

1746190983
რამაზ გიგაური

30 აპრილს სიყვარულის, სილამაზის, ხელოვნების მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძის ნიშანში გადავიდა და იქ 6 ივნისამდე (8:43) დარჩება. ამ პერიოდში სიყვარულის გამოხატვა უფრო „გახსნილად“ და გაბედულად ხდება. ბევრი ადამიანი, რომელიც აქამდე ვერ ახერხებდა საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარს, ახლა უკვე არაფერი შეუშლის ხელს, პარტნიორს უთხრას ის, რასაც აქამდე უბრალოდ, გულში მალავდა.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და საკუთარ ანალიზს გვიზიარებს:

„სლოგანი: „გიყვარს? უთხარი!“.

30 აპრილს სიყვარულის, სილამაზის, ხელოვნების მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძის ნიშანში გადავიდა და იქ 6 ივნისამდე (8:43) დარჩება.

ასტროლოგიურად, ვენერას ეს პოზიცია „გამოძევებულ“ პოზიციად ითვლება, რაც არასასურველია. ამ დროს ვენერა „კარგავს“ სიმშვიდეს, ჰარმონიას წონასწორობას, კომპრომისებზე წასვლის უნარს (სასწორთან დაპირისპირება), თუმცა ის „ხდება“ მეტად ინიციტივიანი, შემტევი და ეგოისტი. ეს იმიტომ, რომ ვენერას სიგნიფიკიტორი (მმართველი) მარსი ხდება, ანუ ვენერას „იძენს“ მარსის შეფერილობას, ამიტომ სიყვარულის გამოვლენა ხდება უფრო „უხეშად“, აჩქარებულად და იმპულსურად.

ასე რომ ამ პერიოდში სიყვარულის გამოხატვა უფრო „გახსნილად“ და გაბედულად ხდება. ბევრი ადამიანი, რომელიც აქამდე ვერ ახერხებდა საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარს, ახლა უკვე არაფერი შეუშლის ხელს, პარტნიორს უთხრას ის, რასაც აქამდე უბრალოდ, გულში მალავდა.

ამ პერიოდში სიყვარული გახდება გმირობის იმპულსი, ასე რომ, ბევრი ადამიანი სიყვარულის სახელით გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს და ეს საერთოდ არ იქნება დაკავშირებული სქესთან. ამ დროს ქალი არაფრით ჩამოუვარდება კაცს და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც.

ვენერას ეს ინგრესია „იმუშავებს“ არა მხოლოდ ადამიანების დაახლოებაზე, არამედ განხეთქილებაზეც, რადგან ვენერას პოზიცია აქ დისჰარმონიულია. ის კავშირები, რომლებიც მყიფეა და რომელიმე პარტნიორი ვერ ახერხებდა თავისი უკმაყოფილების გამოხატვას, მასზე ხმამაღლა დაიწყებს საუბარს. აქ თავისთავადი კომპრომისი თითქმის გამორიცხულია, ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც პრობლემურ ურთიერთობაში იმყოფებიან, მოუწევთ მოთმინებისა და დიპლომატიურობის გამოჩენა, რათა ეს ურთიერთობა თავზე არ ჩამოეშალოთ.

ამ დროს გაცილებით ხმამაღლა ისმის პრეტენზია და ნაკლებად ამ პრეტენზიის მიღება და გაცნობიერება, ამიტომ სასურველი იქნება პარტნიორის მოსმენა და ურთიერთგაგებად.

„ვენერა ვერძში“ - ეს კლასიკური „უფლისწულის“ ძიების პროცესია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს ხშირად ადამიანი კი არ უყვარდება, არამედ თავისი წარმოდგენა ამ ადამიანში. ჩნდება ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, ზღაპრული წარმოდგენები და როდესაც ეს „ზღაპარი“ სრულდება, ურთიერთობა დაშლას იწყებს. ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ პერიოდში ახალ ურთიერთობას დაიწყებენ, „მუცელში პეპლების“ გარდა, სხვა, გაცილებით პრაგმატული „რაღაცებიც“ უნდა იგრძნონ.

ვენერა მხოლოდ სიყვარულის პლანეტა არ არის, ის ფინანსებსაც მართავს, ამიტომ ამ პერიოდში იმატებს არასწორი ფინანსური ოპერაციების ალბათობა, ამიტომ მოსალოდნელია ადგილი ჰქონდეს ფულის იმპულსურ, არასწორ ხარჯვას ან დაბანდებას, რაც ბუნებრივია, მომავალში გარკვეულ პრობლემებს შექმნის, ამიტომ აუცილებელი იქნება პრაქტიკული გათვლა (ეს მომავალს გარკვეულწილად დააზღვევს).

ჩაცმულობის, ვარცხნილობის კუთხით, შესაძლოა ვიხილოთ გაბედული და რაც მთავარია, სრულიად ახალი სტილი. ბევრი ადამიანი, რომელიც აქამდე ვერ ახერხებდა საკუთარ გარეგნობაში რაიმე ცვლილება შეეტანა, ამ პერიოდში ეს არ გაუჭირდება. ფერებიდან ბუნებრივია გააქტიურდება მჭახე და კაშკაშა ფერები, რადგან ეს ვერძის ფერებია (განსაკუთრებით ეს არის წითელი, ალისფერი).

რეკომენდაციები:

* იყავით გულწრფელი ურთიერთობებში: გიყვართ? უთხარით! რაიმე არ მოგწონთ? არც ეს დამალოთ.

* ეს დრო შემოქმედებითად გამოიყენეთ - იდეალური იქნება ახალი არტპროექტების დაწყებისთვის, დიზაინის ან სტილის შესაცვლელად.

* ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსებთან მიმართებაში – ცოტა მეტი დაფიქრდით შენაძენების კუთხით და ამ პროცესს პრაქტიკული კუთხით შეხედეთ.

* თუ პარტნიორის მიმართ „გაცივდით“, მისგან მომენტალურად ნუ გაიქცევით - ამ ურთიერთობას „გათბობისთვის“ გარკვეული დრო მიეცით“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქეთო თოფურიძე საფრანგეთში გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „უმშვენიერესი, უნიჭიერესი გოგო ხარ“

🎥 „ცრემლიც კი წამომივიდა, გამახსენდა ოჯახი, წინაპრები...“ - ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

🎥 „თუ მოზარდს მისთვის გასაგებ ენაზე არ ესაუბრე, მარტივად ჩაგანაცვლებს სოციალური ქსელის უხილავი ავტორიტეტებით“ - ზაზა ქოიავა