Digest Logo

🎥 ზოდიაქოს ნიშნები კეთილი გულით - „დაჯილდოებულია საუკეთესო ქცევით, რაც დადებითად აისახება სხვებზე“

1744613919
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ზოდიაქოს 4 ყველაზე კეთილი გულის მქონე ნიშანს ასახელებს:

„რიგით პირველი გახლავთ სასწორი, ისინი დადებით თვისებებს აერთიანებენ, დაჯილდოებული არიან თავაზიანობით და სიკეთით, კეთილგანწყობილები არიან სხვების მიმართ. 

შემდეგი ნიშანია თევზები - ისინი ცდილობენ ასიამოვნონ და დაეხმარონ ყველას, ისინი კეთილი გულით არიან დაჯილდოებული. ზოგჯერ პრეტენზიულად გამოიყურებიან, მაგრამ მათი სიამოვნების სურვილი ნამდვილია. 

მესამე ნიშანია მერწყული - ყველაზე კეთილი გულის მქონე ნიშანია, მაგრამ როცა გუნებას კარგავენ არც ისე სასიამოვნოა მათი ნახვა. წარმოუდგენლად მეგობრულები არიან და ადვილად იძენენ მეგობრებს, მუდმივად აფართოებენ სოციალურ წრეს, ღიად საუბრობენ.

კიდევ ერთი ნიშანია კურო - ძალიან მგრძნობიარეა, იცის როგორ აჩვენოს სხვას საკუთარი ემოცია. უშვებს ნეგატივს დადებითზე ფოკუსირებით. დაჯილდოებულია საუკეთესო ქცევით, რაც დადებითად აისახება სხვებზე“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინც 9 ცალ ბაიას შეაგროვებს, ჩაიდებს ჩანთაში, საფულეში, იქნება ძალიან ძლიერი მაგნიტი ფინანსების მოსაზიდად“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „გაძლიერებულია ინტუიცია, შესაძლოა გაიგოთ სიახლე, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“ - 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„აპრილის მეორე ნახევარი შედარებით მეტ ინგრესიებს და დაძაბულ ასპექტებს მოიცავს...“ - რას წერს ხათუნა ნოელი