Digest Logo

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ნოემბერი ყველაზე კრიტიკული: მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

1794318175
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „თბილისელებთან“ საუბარში ნოემბრის რთულ ასტროლოგიურ ფონსა და პლანეტარულ ცვლილებებზე საუბრობს.

მისი თქმით, თვე ენერგეტიკულად არასტაბილური იქნება, თუმცა მკაფიოდ გამოიყოფა წარმატებული და კრიტიკული პერიოდები, რომლებსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი განსხვავებულად იგრძნობს.

- რა ტენდენციის და ენერგეტიკის იქნება შემოდგომის ბოლო თვე და რა მოვლენებს უნდა ველოდოთ ამ ერთი თვის განმავლობაში?

მიხეილ ცაგარელი: ნოემბრის ენერგია, ფსიქიკურად და ენერგეტიკულად, არასტაბილურ ადამიანებზე იმოქმედებს. ამიტომ, უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები და განზრახვები დაგეგმოთ 4 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე და 23-დან 28 ნოემბრამდე პერიოდებისთვის.

– რომელია შედარებით მშვიდი პერიოდი და რომელ რიცხვებში გართულდება სწორი ორიენტირება და რეალური მიზნების მიღწევა?

მიხეილ ცაგარელი; 4 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე შედარებით მშვიდი პერიოდია. 9 ნოემბრის ახალმთავრეობამდე კლებადი მთვარე შეანელებს ადამიანების ზედმეტ აქტივობას, ასევე დაეხმარება შეცდომებზე მუშაობაში. პლანეტა ვენერა 14 ნოემბრამდე რეტროგრადულ მოძრაობაშია, ამიტომ, ამ არასტაბილურობის პერიოდში, ახალი გეგმების ან მიზნების ძიებაში უფრო გართულდება სწორი ორიენტირებისა და რეალური მიზნების მიღწევა. 13 ნოემბრის შემდეგ, სტაციონარულ ფაზაში მყოფი პირდაპირი მერკურის წყალობით, ნეგატიური პერიოდის დაწყების მიუხედავად, უფრო ადვილი გახდება კომუნიკაცია, მოლაპარაკებები. გაიხსნება ახალი სფეროები ბიზნესისთვის, გამოვლინდება პრობლემები, რომლებიც სწრაფ და კონსტრუქციულ გადაწყვეტას მოითხოვს.

- მისი ბოლო პერიოდიც მსგავსი პერსპექტივის იქნება თუ შედარებით დამშვიდდება სიტუაცია და პლანეტების კეთილგანწყობა დადებითად იმოქმედებს ადამიანთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე?

მიხეილ ცაგარელი: თვის ბოლომდე, პლანეტა მარსი და იუპიტერი, ისევე როგორც მზე, მთვარის კვანძების (11 და 15 ნოემბერი) უარყოფითი გავლენის ქვეშ მოექცევა. ამიტომ, 22 ნოემბრამდე პერიოდში, შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. ამ დროს მზე მშვილდოსანში შევა, ხოლო 26 ნოემბერს მარსი – ქალწულში. ამიტომ, 24 ნოემბერს, სავსემთვარეობის დროს, ენერგიების ცვლილება მოხდება, რაც რასაკვირველია, ადამიანების შრომისუნარიანობასა და განწყობაზეც მოახდენს გარკვეულ გავლენას.

– რა რეკომენდაციებსა და რჩევებს მისცემთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, რომ ნოემბრის თვე მშვიდად, დანაკარგების გარეშე განვლონ?

მიხეილ ცაგარელი: ნოემბერში ვერძი ენერგიის კლებას განიცდის და უფრო მგრძნობიარე ხდება ჯანმრთელობისა და ემოციების მიმართ. ნოემბრის დასაწყისში, შესაძლოა, წინა თვის ნეგატიური მოვლენები გაგრძელდეს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. 4-დან 12 ნოემბრამდე პერიოდი კი, პოზიტიური იქნება. ოჯახური ურთიერტობები ჰარმონიული გახდება, შემოქმედებითი კუთხით კი წარმატების დიდი ალბათობაა.

ნოემბერი კუროსთვის დინამიკური და ორაზროვანი იქნება. 4-დან 12 ნოემბრის ჩათვლით შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, ბიზნესსა და შემოქმედებაში წარმატებულად მუშაობას. 13-დან 22 ნოემბრამდე პერიოდი, ყველაზე რთული იქნება. მოსალოდნელია ურთიერთობებში კრიზისი, ნაჩქარევი ქმედების გამო ფულის დაკარგვის რისკი. 23-დან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი კი, ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოგვარების, საქმის მოწესრიგებისა და სოციალური აქტივობის კუთხით. არ გირჩევთ ამ თვეში დიდი შენაძენების გაკეთებას.

ნოემბერი ტყუპებისთვის რთული და არასტაბილური იქნება. თვის დასაწყისში მოულოდნელი უთანხმოებები ურთიერთობებში ხელს შეგიძლიათ საქმიანობაში. 4-დან 12 ნოემბრის პერიოდი ხელსაყრელია ახალი გეგმების და მიზნების ჩამოყალიბების და რომანტიკული კუთხით.

ნოემბერი კირჩხიბისთვის დინამიკურია, მაგრამ მაინც რთული. თვის დასაწყისში თავს იჩენს საყოფაცხოვრებო წვრილმანი პრობლემები. ფინანსური მოლოდინები შესაძლოა, არ გამართლდეს. 4-დან 12 ნოემბრამდე პერიოდი პოზიტიური და პროდუქტიულია, როცა შეძლებთ სურვილების რეალიზებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ნოემბერი ლომისთვის რთული იქნება, განსაკუთრებით თვის დასაწყისი. არ გირჩევთ გარისკვას. 4-დან 12 ნოემბრადე შესაძლოა, განხორციელდეს ახალი კონტაქტები, კარიერული წარმატება, ახალი იდეების რეალიზება.

ნოემბერი ქალწულისთვის ურთიერთობების ტრანსფორმაციის პერიოდია. თვის დასაწყისში შესაძლოა, თავი იჩინოს დაპირისპირებებმა, წინააღმდეგობებმა. ეცადეთ, აირიდოთ კამათი.

ნოემბერი სასწორისთვის ნაკლებად დინამიკურია, რადგან წინა თვის ნეგატიური შედეგები მაინც იგრძნობა. მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანებთან. 4-დან 12 ნოემბრის ჩათვლით თავდაჯერებული იქნებით, თქვენი ხიბლითა და ქარიზმით ადამიანებს მოიზიდავთ. შესაძლოა, ამ პერიოდში რომანტიკული ურთიერთობები, აქტიური სოციალური ცხოვრება.

მორიელისთვის ნოემბერი ენერგიის განახლების პერიოდია. 4-დან 12 რიცხვამდე შეძლებთ პრობლემების მოგვარებას, ურთიერთობის დალაგებას, პროექტების დასრულებას და გეგმების დასახვას. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო რომანი და რომანტიკული შეხვედრები. 13-დან 22 რიცხვის ჩათვლით კომუნიკაცია ცოტა რთულდება. 23 ნოემბრიდან კი კვლავ მშვიდი და სტაბილური პერიოდი დგება.

ნოემბერი მშვილდოსნებისთვის რთული პერიოდია. ენერგეტიკული ველი და არასტაბილური ბიოენერგეტიკული ფონი შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემად იქცეს.

ნოემბერი თხის რქებისთვის აქტიური, ორაზროვანი პერიოდია. თვის დასაწყისში დაძაბულობა შემცირდება, მაგრამ ფინანსურ საკითხებში კონცენტრირება გართულდება, რამაც შესაძლოა, არასწორი გათვლები გამოიწვიოს.

ნოემბერი მერწყულისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდია. თვის დასაწყისში შესაძლოა დაძაბულობა და კონფლიქტი პარტნიორებთან. 4-დან 12 რიცხვამდე შედარებით მშვიდი და პროდუქტიული პერიოდია და შეძლებთ ურთიერთობების გამყარებას, პროფესიული მიზნების მიღწევას და საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობას.

თევზებისთვის ნოემბერი ენერგეტიკული იმპულსებისა და იმავდროულად დისჰარმონიული პერიოდია. თვის დასაწყსიში და 13-დან 22 ნოემბრამდე პერიოდში მოგიწევთ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა, გადაუდებელი საქმეების შესრულება და სხვისი პრობლემების მოგვარება“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი“ - ჯაბა კანკავამ „დინამო თბილისი“ დატოვა

🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 9-15 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება - „ ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ“

წყარო: tbiliselebi.ge

✕