Digest Logo

„ზოგი ამ ეტაპს მზად ხვდება...“ – რას ამბობს თამარ ხოსროშვილი 11 დეკემბრის ასტროლოგიურ მოვლენაზე

1795888014
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი 11 დეკემბერს დაგეგმილ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე - სატურნის დირექტიულ სვლაში გადასვლაზე წერს და აღნიშნავს, რომ 26 ივლისიდან დაწყებული რეტროგრადული ფაზის დასრულება შეფერხებული პროცესების ეტაპობრივ აღდგენასა და ფოკუსის დაბრუნებას უწყობს ხელს.

მისი განმარტებით, ცვლილება განსაკუთრებით საგრძნობი კარდინალური ნიშნებისთვის იქნება, ხოლო სატურნის ვერძში მოძრაობა სისწრაფისა და პასუხისმგებლობის დაბალანსებას მოითხოვს.

„♄♈️11 დეკემბერი — სატურნის რეტროგრადული ფაზა სრულდება.

წინსვლის დროა! ♄ დეკემბრის პირველი ნახევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, 11 დეკემბერს სატურნის დირექტიულ სვლაში გადასვლაა ვერძის 7°56′-ზე. 26 ივლისიდან სატურნი რეტროგრადული იყო. სატურნი დაკავშირებულია სტრუქტურასთან, დისციპლინასთან, პასუხისმგებლობასთან, მიზნების თანმიმდევრულ, ნაბიჯ- ნაბიჯ რეალიზაციასთან.

🔹 11 დეკემბრიდან ის ნელი სიჩქარით, თუმცა უკვე სწორი მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ამ პერიოდს მოაქვს ფოკუსის დაბრუნება, მიმართულებების გამოკვეთა და იმ პროცესების ეტაპობრივი აღდგენა, რომლებიც რეტროგრადულ ფაზაში შეფერხებული ან შეჩერებული იყო.

სატურნი სოციალური პლანეტაა, შესაბამისად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალური და პროფესიული რეალიზაციის კუთხით წინსვლა შესაძლოა შეფერხებული ყოფილიყო. ეს იყო განვლილი გზის რევიზიის, მიღებული გამოცდილების გაანალიზებისა და პრიორიტეტების გადაფასების პერიოდი, რაც შემდგომი გზის გაგრძელებაში უნდა დაგვეხმაროს. ეს პერიოდი კი სრულდება. ზოგი ამ ეტაპს მზად ხვდება, ზოგი — არც ისე.

🔹 სატურნის დირექტიულ სვლაში გადასვლა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება მათთვის, ვინც ამჟამად სატურნის დაძაბულ ტრანზიტს გადის. ესენი არიან კარდინალური ნიშნების — ვერძის ♈, სასწორის ♎, კირჩხიბისა ♋ და თხის რქის ♑ წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ამ ნიშნების 7°–15°-ის ფარგლებში ნატალურ რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები აქვთ. მათთვის სატურნის ტრანზიტი პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის გამო გახანგრძლივდა. განმეორებითი ტრანზიტი კი ერთი და იმავე თემის სხვადასხვა ეტაპზე დამუშავებისა და უფრო მყარი საფუძვლის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს.

🔹 სატურნი ვერძში დაცემის პოზიციაშია. ვერძის ბუნებრივი სისწრაფე და იმპულსურობა წინააღმდეგობაში მოდის სატურნის ფრთხილ, გააზრებულ და დროში თანმიმდევრულ მოქმედებასთან. ვერძის ენერგია ლოდინის რეჟიმიდან აქტიურ ქმედებაზე გადასვლას გვიბიძგებს, მაშინ როდესაც სატურნი თითოეული ნაბიჯის საფუძვლიანად გააზრებას მოითხოვს. ამ ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც სწორედ ამ ორი განსხვავებული ენერგიის დაბალანსებაა. ვერძს დამოუკიდებლობა და მოქმედების თავისუფლება სურს, სატურნი კი გვასწავლის, რომ თავისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

🔹 ნელ-ნელა სატურნი ჩვეულ სიჩქარეს დაუბრუნდება და ვერძის 27°53′-მდე მიაღწევს. 2027 წლის 9 აგვისტოს კი კვლავ დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას და დეკემბერში ვერძის 21°01′-მდე დაბრუნდება. ერთი მხრივ, გამოწვევებით აღსავსე, თუმცა, მეორე მხრივ, ზრდისა და განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სატურნის ტრანზიტი ვერძში კარდინალური ნიშნებისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც რეტროგრადული ფაზების გამო ამ ტრანზიტის განმეორებით გავლა უწევს ან მოუწევს:

▪️ 2026–2027 წლებში — 7°56′–14°45′;

▪️ 2027–2028 წლებში — 21°01′–27°53′.

✨ სატურნის პროდუქტიულ გაკვეთილებს გისურვებთ — მათი ათვისება ზრდის აუცილებელი პირობაა“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფული ჩემთან ბრუნდება“ – რა პრაქტიკას უზიარებს გამომწერებს თაკო მელიქიშვილი

🎥 „სრულდება თქვენი ტკივილი“ – ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც გოგა მანიას თქმით, 2027 წელს დიდი ფინანსური წარმატება ელოდება

⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

✕