Digest Logo

„ზოგიერთი ადამიანი მოინდომებს ავანტიურული გზით ფულის შოვნას, ფრთხილად იყავით!“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

1720421351
მიხეილ ცაგარლი

მიმდინარე კვირა ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანია. 

8, 10, 13, 14 გეომაგნიტური დღეებია, რაც ადამიანებში წნევის ცვლილებას გამოიწვევს. 

კვირის მთავარ თემებზე ქვეყნის მთავარ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

„12 რიცხვამდე გაქვთ დაგეგმილი რაღაც მნიშვნელოვანი პროექტი, იდეა, შეხვედრა, მოლაპარაკება? შეასრულეთ.

12-იდან 16-მდე გადადეთ, რადგან გვაქვს რთული პერიოდი. მარსის და ურანის შეერთება ხდება. ურანი არის მოულოდნელობა, მოულოდნელი ავარია, ტრავმა, კონფლიქტი, ხანძარი, არასასიამოვნო ფაქტორები.

პლუს ვენერა პლუტონის დაპირისპირებაა ცის კაბადონზე, რაც ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში იქნება დაძაბულობები, კონფლიქტები, არაერთგული პოზიციები, მოტყუებები.

შესაძლებლობები მოტყუების, ინტრიგებისა მაღალია 12 რიცხვამდე, იქამდე გადასარევი პერიოდია, ვიაქტიუროთ.

დედამიწა ახლა პოზიტიურ ენერგოველშია. დღეს გეომაგნიტური დღეს, ასევე ოთხშაბათს და შაბათ-კვირას. თუ წნევამ შეგაწუხათ, შესაბამისი პროფილაქტიკა და ცოტა მეტი დასვენება მოგიწევთ.

ამ კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა სიყვარულის, ხელოვნების, ფულის  მმართველი პლანეტა ვენერა ხუთშაბათიდან გადადის ლომის ზოდიაქოში. გაძლიერდება გასართობი ინდუსტრია, კაზიონები, რესტორნები, შოუმენებისთვის საუკეთესო პერიოდია. ფუფუნების საგნებზე, შვილებზე წავა უზარმაზარი თანხები.

ზოგიერთი ადამიანი მოინდომებს ავანტიურული გზით ფულის შოვნას, ამიტომ ფრთხილად იყავით“, - ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გაიცანით გოგო, რომელსაც ხელი საქართველო-პორტუგალიის თამაშზე სთხოვეს - თეო ჭულუხაძისა და ავთანდილ როინიშვილის სიყვარულის ისტორია

🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი

„თუ გინდა, რომ პარტნიორმა არ გიღალატოს, არსებობს პატარა საიდუმლოებები...“ - რას ამბობს ანზორ ოდიშარია