Digest Logo

„შენი სილამაზე, შენი შინაგანი სამყაროდან მოდის“ - ნინი ქარსელაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

1731400600
ნინი ქარსელაძე

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. იგი 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დიახ, გავშორდი უკვე, დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ მთავარია მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.

მომავალში შვილის ყოლას რა თქმა უნდა ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა“,- წერდა ნინი ქარსელაძე.

მომღერალმა ახლახან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„შენი სილამაზე შენი შინაგანი სამყაროდან მოდის, საოცრად ლამაზი ხარ ნინი“.

„რა ულამაზესია ეს გოგო და რა უსაყვარლესი იცით?“.

„ჩემი გოგო“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეკატერინე ტუღუში წითელ კაბაში პოზირებს - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს

რუსთავში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხანშიშესული კაცი გადაარჩინეს, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა - „გვეამაყება“

მარიამ შარმანაშვილი რჩეულთან ერთად ჰავაიზე ისვენებს - სოფი ლორენის რძალი ახალ კადრებს გვიზიარებს