
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჰოლივუდის მსახიობ კიანუ რივზზე წერს და მასზე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს, მისი პირადი რუკის მიხედვით:
„2 სექტემბერი კიანუ რივზის დაბადების დღეა.
მზე და მერკური - ქალწულში და მე-12 სახლში.
ასცენდენტი - ქალწულში.
სტელიუმი - ქალწულში და მე-12 სახლში.
მთვარე - კირჩხიბში და მე-11 სახლში.
კიდევ ერთი სტელიუმი - კირჩხიბში და მე-11 სახლში.
მოწესრიგებული, ორგანიზებული, ყურადღებიანი, თავმდაბალი, გულისხმიერი, ქველმოქმედი - ქალწულისა და მე-12 სახლის ძლიერი გავლენა.
შეიძლება ითქვას, რომ ის ერთდროულად არის მებრძოლიც და წმინდანიც, რადგან მე-12 სახლის ნეგატიური გავლენა მიანიშნებს ღრმა კომპლექსებზე და მის დამუშავებაზე (ქალწულის მიწიერი ენერგიით).
კიანუ ბევრ პირად ტრაგედიას გაუმკლავდა და ძველებურად მებრძოლად და იმავდროულად, კეთილ ადამიანად დარჩა.
მზე - სატურნის ოპოზიცია 6/12 სახლში მიანიშნებს შესაძლო პრობლემებზე მამასთან დაკავშირებით, რადგან მზეც და სატურნიც მამის სიგნიფიკატორია - მამამისმა ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც კიანუ სამი წლის იყოს.
„ცხოვრებაში ჩვენმა ბრძოლებმა გვაქცია ისეთ ადამიანებად, როგორებიც დღეს ვართ. ამიტომაც, ყველა რთული პერიოდისთვის მადლიერი უნდა ვიყო. ისინი მხოლოდ გვაძლიერებენ“.
„თუ შეძლებთ ქალი გააცინოთ, მაშინ დედამიწაზე ყველაზე ლამაზ არსებას იხილავთ“.
„ზოგჯერ მტრები ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები ხდებიან. ჩვენ ხომ ჩვენივე შეცდომებზე ვსწავლობთ
ასე რომ, დაცემა - აღმასვლას ნიშნავს“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადების დღის ტრანსფორმაცია...“ - გვანცა დარასელიამ იმიჯი შეიცვალა
🎥 ბოტულიზმის საფრთხე დაკონსერვებულ სურსათში - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები
🎥 ძმარმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს - არუნ ხათრის რჩევები