Digest Logo

„ზოგს მარტოობა და საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავება მოუნდება...“ - 6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1767643279
წარმატების საიდუმლო

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 6 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს 

„ჰოროსკოპი 6 იანვრისთვის

მთვარის დღე — 18 / 19

მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე ლომში / ქალწულში

ვერძი

დღეს ვერძი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საოჯახო საქმეებს. სამსახურში კი ეცდება მეგობრული და თბილი ატმოსფეროს შექმნას — ამაში დაგეხმარებათ ჩაის დალევა, ტკბილეული. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები წარმატებით ჩაივლის.

კურო

აქტიური და ენერგიული დღე გელით. ზოგს სურვილი ექნება საკუთარი შესაძლებლობები და ნიჭი წარმოაჩინოს, სხვები კი ცხოვრებით ტკბობას მიანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება იყოს რესტორნის მონახულება, გემრიელი სადილის მომზადება სახლში ან მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გატარება.

ტყუპები

დღის მთავარი თემა ფინანსებია. ზოგი ბიუჯეტს დაგეგმავს, ზოგიც საყიდლებზე წავა. განსაკუთრებით გაგიჩნდებათ სურვილი შეიძინოთ ლამაზი ნივთები — როგორც სახლისთვის, ასევე ტანსაცმელი ან აქსესუარები. დაფიქრდით, როდის განებივრეთ ბოლოს თქვენი სხეული მოვლის პროცედურებით.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა სილამაზის პროცედურების დაგეგმვისთვის: თმის შეჭრა, კოსმეტოლოგი, მანიკიური. ასევე ხელსაყრელია საყიდლები და ლამაზი ნივთების შეძენა. დაფიქრდით, რა გსურთ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და რა ახალი შემოიტანოთ — დაგეგმვა დღეს განსაკუთრებით ნაყოფიერია.

ლომი

კარგი დღეა გულწრფელი საუბრებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის და პაემნებისთვის. თუმცა ზოგს მარტოობა და საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავება მოუნდება. ეს ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისთვის, იოგასთვის, ცურვისთვის, ხატვისთვის. შესაძლებელია, ვინმემ საიდუმლო გაიგოს.

ქალწული

დღე იდეალურია სახლს გარეთ გასატარებლად. დაგეგმეთ მგზავრობები, შეხვედრები, საზოგადოებრივი ღონისძიებები. შესაძლოა, ქველმოქმედებაშიც მიიღოთ მონაწილეობა. ზოგიერთ ქალწულს აუხდება დიდი ხნის ნაფიქრი სურვილი. კარგი დროა პაემნებისა და პარტნიორთან თბილი ურთიერთობისთვის.

სასწორი

დღეს საკმარისი ენერგია გაქვთ პროდუქტიული მუშაობისთვის. თუ ისვენებთ — მიხედეთ საოჯახო საქმეებს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ უფროს ნათესავებს, ესაუბრეთ მათ, გაისეირნეთ ერთად. ზოგისთვის დღე შეიძლება სადღესასწაულო იყოს — იუბილე, ქორწილი ან ოჯახური ზეიმი.

მორიელი

ენერგიული დღე გელით, თუმცა ეცადეთ, მარტო არ გაატაროთ. ჩართეთ მეგობრები, პარტნიორი, ოჯახის წევრები. კარგი დროა შვებულების დაგეგმვისთვის, ბილეთების შეძენისთვის. დღე ასევე ხელსაყრელია რომანტიკული შეხვედრებისთვის — მოაწყვეთ სასიამოვნო საღამო.

მშვილდოსანი

6 იანვარს სურვილი გაგიჩნდებათ ცვლილებებისკენ. ეს შეიძლება შეეხოს სახლს, ოჯახურ ურთიერთობებს ან ცხოვრების წესს. კარგი დროა სპორტისთვის, ფიტნესზე ჩაწერისთვის. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ნაყოფიერი იქნება მუშაობა აგარაკზე. ზოგს მსოფლმხედველობის გაფართოება მოუნდება.

თხის რქა

დღეს სხვა ადამიანები განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში. ურთიერთობა პარტნიორთან შეიძლება ახალ ეტაპზე გადავიდეს. მოერიდეთ რუტინას — დრო დაუთმეთ ერთმანეთს, გაიზართეთ, დაესწარით გასართობ ღონისძიებას. თავისუფალ ადამიანებს საინტერესო გაცნობის შანსი აქვთ.

მერწყული

პროდუქტიული დღეა საოჯახო და საქმიანი საკითხების მოსაგვარებლად. სამუშაო ბევრი იქნება, მაგრამ დაიცავით ბალანსი — ჯანმრთელობა დღეს პრიორიტეტია. კარგია სამუშაოსა და ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთების შეძენა. თუ დრო გაქვთ, გაისეირნეთ ბუნებაში, დაკავდით სპორტით, მაგრამ ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

თევზები

რომანტიკისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის დღეა. ზოგი მთლიანად ჩაიძირება საქმეში ან ჰობიში, სხვები კი პაემნებსა და მეგობრებთან გართობას აირჩევენ. თუ თავისუფალი ხართ — ნუ დარჩებით სახლში. გამოსვლა საზოგადოებაში ან გაცნობის საიტზე დარეგისტრირება საინტერესო შეხვედრას მოგიტანთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე მეტად ღმერთი უნდა მახსოვდეს ჩემი გარდაცვალების ჟამს, ჩვენი ღირსება სწორედ ამაშია“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ქალი ძალას ატარებს ბუნებრივად, მამაკაცი კი მოიპოვებს და წვრთნის...“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია

შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა დუბაიში გრძელდება - მოდელი ახალ ფოტოებს გვიზიარებს