
ამერიკაში ყველაზე მზრუნველი ბავშვის გამოვლენის მიზნით მკვლევრებმა 4-იდან 8 წლამდე მოზარდები გამოკითხეს თუ რა „რა არის სიყვარული?“
ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:
4 წლის ქეითი: „სიყვარულია, როდესაც ძალიან დაღლილიც უღიმი“.
4 წლის ამელი: „სიყვარულია, როცა ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ შინ მარტო დატოვე.“
5 წლის ემილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“
6 წლის ბარბარე: „როცა ბებო ართრიტით დაავადდა და ვეღარ იხრებოდა, ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს. ამ დროს ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“
6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი კარტოფილის უმეტესი ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ.“
ამ კონკურსში გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მეზობელს მეუღლე გარდაეცვალა. პატარამ დაინახა კაცი ტირისო, შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?
ბიჭუნამ მიუგო: „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე...“
კიდევ ერთი სახალისო ამბავი, ბავშვების სიყვარულისადმი დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში 5 წლის დემეტრეს მშობელი მაკა ლომთაძე ავრცელებს:
„დემეტრეს ვეკითხები, შეყვარებული თუ გყავს-თქო და მე არა, მაგრამ იმას ვუყვარვარო. როგორ ხვდები, რომ უყვარხარ, გეუბნება-თქო? იმით ვხვდები, რომ მეუბნება - წამო სუპი ერთად ვჭამოთო, თან ხანდახან მეუბნება ჩემი სუპიც შენი იყოსო.
დემე, სულ ერთად სხდებით სადილზე-თქო და არა, ის კი სულ მეპატიჟება მაგრამ მე ხანდახან ბიჭებთან ერთად ვჭამ ფაფასო. დემე როგორ ხვდები ხვდები, რომ მოგწონს ის გოგო? როცა ხედავ რას განიცდი-თქო? და არაფერს, ისე, მეცინება და მიხარიაო“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თქვენს წინაშეა ვნებებით სავსე ზაფხული! - ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
🔵ივნისის თვის თმის შეჭრის კალენდარი