Digest Logo

56 წლის ასაკში საკულტო კომიქსის, „პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა

1780573615
 მარჯან სატრაპი

ცნობილი ირანელი მწერალი, ილუსტრატორი და რეჟისორი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო AFP ხელოვანის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახლობლების განცხადებით, მარჟან სატრაპის გარდაცვალების მიზეზი უდიდესი სულიერი ტკივილი გახდა, რომელიც მისი მეუღლის დაკარგვით იყო გამოწვეული:

„მარჯან სატრაპი მწუხარებისგან გარდაიცვალა, მისი ქმრისა და ცხოვრების მთავარი სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სატრაპის მეუღლე - პროდიუსერი, მსახიობი და სცენარისტი მატიას რიპა 2025 წლის აპრილში გარდაიცვალა, რამაც მწერლის ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე მძიმე კვალი დატოვა.

ვინ იყო მარჯან სატრაპი?

მარჯან სატრაპი 1969 წელს ირანში დაიბადა და თეირანის ფრანგულ ლიცეუმში სწავლობდა. 1994 წლიდან ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 2006 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

ხელოვანს მსოფლიო აღიარება მისმა ავტობიოგრაფიულმა გრაფიკულმა რომანმა (კომიქსმა) „პერსეპოლისმა“ მოუტანა. ნაწარმოებში ავტორი საკუთარი ბავშვობის პრიზმიდან გადმოსცემს ირანში მომხდარ ისლამურ რევოლუციას და იმ დრამატულ ცვლილებებს, რაც მის სამშობლოს დაატყდა თავს.

„პერსეპოლისის“ მსოფლიო წარმატება

2007 წელს სატრაპიმ, ფრანგ მხატვარ ვენსან პარონოსთან ერთად, ამავე კომიქსის მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „პერსეპოლისი“.

ეკრანიზაციამ უდიდესი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა: მიიღო კანის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი; ნომინირებული იყო ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე „ოსკარზე“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა, იგრძნოთ დაღლილობა ან ვალდებულებების სიმძიმე“ - 4 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕  „მთელი სოფელი ჩასულია...ამბობენ მანქანა დაეჯახა და წყალში გადავარდაო“ - რას ჰყვებიან კაცზე, რომელსაც 24 საათზე მეტია, მტკვარში ეძებენ

⭕ მსხვერპლით დასრულებული ავარია ქუთაისში – დაკავებულია 14 წლის მოზარდი