Digest Logo

64 წლის ჯიმ ქერი შეყვარებულია - ვინ არის მსახიობის რჩეული?

1773059505
ჯიმ ქერიჯიმ ქერი

ჰოლივუდელმა მსახიობმა და კომიკოსმა, ჯიმ კერიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი გული დაკავებულია და თავისი ახალი რჩეულის ვინაობა გაამჟღავნა.

Variety-ის ინფორმაციით, ეს ფრანგული კინოპრემია „სეზარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა. ღონისძიებაზე ვარსკვლავი მარტო არ მისულა – წითელ ხალიჩაზე მას გვერდს უმშვენებდნენ ქალიშვილი ჯეინი, შვილიშვილი ჯექსონი და საყვარელი ქალი, რომელიც მსახიობმა საზოგადოების წინაშე ოფიციალურად პირველად წარადგინა.

64 წლის მსახიობის, ჯიმ კერის რჩეული ლოს-ანჯელესელი მსახიობი და მხატვარი მინზი გახდა. ისინი ფრანგული კინოპრემია „სეზარის“ დაჯილდოებაზე ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და მსახიობმა ჯილდოს მიღებისას მადლობის სიტყვაში მინზის სიყვარულიც აუხსნა.

უცნობია, რამდენი ხანია, რაც ისინი ერთად არიან, თუმცა წყვილი პირველად 2022 წლის თებერვალში ლოს-ანჯელესში შენიშნეს.

ჯიმ კერი წარსულში სამჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს ქალიშვილი, ჯეინ ერინ კერი, პირველი ქორწინებიდან.
 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ჯიმ ქერი თუ მისი კლონი? პარიზში მსახიობის გამოჩენამ ინტერნეტსივრცე ააფეთქა