
ოდის არის შფოთვა გადაჭარბებული, რა არის გულის ნევროზი, სიმპტომები, რომლებიც შფოთვით დაავადებას ახლავს თავს, როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას და რა უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელიც ზედმეტად ბევრს ღელავს? - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა ისაუბრა:
„შფოთვა არ ნიშნავს ავადმყოფობას, მაგრამ ავადმყოფურ მდგომარეობას ნიშნავს. ეს ნიშნავს რაღაც გაუმართაობას. ფიზიოლოგიურად კი მღელვარებას ნიშნავს. თუ თავდაპირველად რაიმე მიზეზის გამო ნერვიულობა გვიწევს, ეს ნორმალურია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენი მოუსვენრობა და კვლავ ამ საკითხის განცდა, შფოთვაა. ეს გადავიდა უკვე ავადმყოფურ პროდუქტში. ადამიანური რეაქციებია. როდესაც ეს ყველაფერი რუტინაში გადადის, გიპყრობს და ეჭვიანობ, როცა თავს იკავებ სოციალური ურთიერთობებისგან, არა ხარ ცუდად, მაგრამ ელოდები ცუდს და ეს ყველაფერი გრძელდება სამ თვეზე მეტხანს, უკვე იწერება დიაგნოზში - შფოთვითი აშლილობა.
შფოთვა არის უსაფუძვლო მღელვარება, შესაბამისად ასეთ ადამიანებს გარდა სპეციალისტის დახმარებისა გარშემომყოფების გვერდში დგომა სჭირდება. პირველ რიგში უნდა ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და გაივლის, არის უსაფუძვლო და ფუჭი. ნაკლებად უნდა ვუამბოთ ცუდი ფაქტები. ან თუ მოგვიწევს როგორმე ნელ-ნელა შევაპაროთ და პირდაპირ არ ვუთხრათ“, - აღნიშნა გოგიტა გეგელაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამ კვირაში გადამეტებული ყველაფერი დასჯადია...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!
⭕„ჩნდება ფიქრები სიკვდილზე ...“ - შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამიანი 42 წლის შემდეგ გადის