Digest Logo

84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

1737200347
დენის ლოუ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე დენის ლოუ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში.

1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.

ლოუ შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – მან 55 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა გართულებები შეიძლება ახლდეს თან ორსულობას, რა არის პრეეკლამპსია და რომელ კვირაში შეიძლება გამოვლინდეს დაავადება - ექიმების განმარტება

🎥 „მადლობა, ხვიჩა - ეს იყო საოცარი მოგზაურობა“ - „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ემშვიდობება

🎥 „მე ვარ აქ მოგებისთვის...“ - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ კადრებს გვიზიარებს