![ხვიჩა კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელია](https://digest.ge/uploads/files/2025/01/18/64220/khvicha-kvaratskhelia_w_h.jpeg)
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.23 წლის ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
„ნაპოლი“ ამ ტრანსფერში 70 მილიონ ევროს და + ბონუსებს მიიღებს.ცნობილია ისიც, რომ „კვარა“ პარიზულ კლუბში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.პსჟ-მ სპორტსმენს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.
პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებსა და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. ფრანგული კლუბის ადმინი უკვე ქართულად ალაპარაკდა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხვიჩა“, - წერს სტატუსებზე პსჟ-ს ადმინი.
„ყოველთვის რთულია თქვა ნახვამდის. მე აქ მოგებისთვის ვარ“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ვიდეოში.
იხილეთ ფოტოები:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს