Digest Logo

ალენ დელონმა ევთანაზია გადაიფიქრა - 87 წლის მსახიობი მომვლელ ქალზე აპირებს დაქორწინებას

1688724169
ალენ დელონიალენ დელონი

მსახიობმა 87 წლის ალენ დელონმა, გასული წლის მარტში საქვეყნოდ განაცხადა, რომ დაიღალა გაუთავებელი ტკივილითა და მარტოობით და ევთანაზიის დახმარებით სიკვდილს გეგმავდა, ეს არის პროცედურა, რომელიც ლეგალურია შვეიცარიაში, სადაც იმ დროს დელონი ცხოვრობდა.

2019 წელს მან ორმაგი ინსულტი გადაიტანა, რამაც ვარსკვლავის მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიაყენა.

დასავლურ მედიაში აქტიურად იწერება გადაწყვეტილების შესახებ, რომ მან ბოლოს გეგმები შეცვალა და ცნობილი მსახიობი დაქორწინებას აპირებს.

აღნიშნული მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ბევრს ეჭვი გაუჩნდა მომვლელი ქალის ზრახვებზე, რომელსაც მსახიობი ფაქტობრივად მძევლად ჰყავს და სხვების დელონთან კონტაქტს ზღუდავს.

ალენის ახალი გატაცება მედდა ჰირომ როლანია - მსახიობმა ის სატელევიზიო შოუში გაიცნო. დელონის შვილები დაბნეულნი არიან - არ სჯერათ, რომ მათ შორის რომანტიკული გრძნობები გაჩნდა. მათი აზრით, ქალის ერთადერთი მოტივი მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებაა.

უფროსმა ვაჟმა, ენტონიმ უკვე შეიტანა სარჩელი ჰირომის წინააღმდეგ.

ენტონი დელონმა ოთხშაბათს ასევე მეორე საჩივარი შეიტანა ჰირომი როლინის წინააღმდეგ განზრახ ძალადობისა და დაუცველი ადამიანის გატაცების, სისუსტის ბოროტად გამოყენებისა და მორალური შევიწროების გამო.

ახლა ცნობილია, რომ ჰირომი მთლიანად აკონტროლებდა ალენის ცხოვრებას: დელონისთვის განკუთვნილ ზარებს თავად პასუხობდა, აკონტროლებდა მიმოწერას, გადასახადებს და დღის განრიგს.

რთულ პერიოდში დელონი შვილებს განსაკუთრებულად დაუახლოვდა, ენტონის, ანუშკას, ალენ-ფაბიენსა და კრისტიანს. მაგრამ 2023 წლის მარტში ახალი დარტყმა მიიღო - მისი უკანონო ვაჟი, ალენ კრისტიან აარონ ბულონი გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის შემდეგ შვილებს შორის უთანხმოება რომ არ ყოფილიყო, ალენმა ყველაფერი წინასწარ გაანაწილა და ანდერძიც დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „იდეალური ფორმისთვის მთავარია, სექსის სიხშირე და ხარისხი“ - რა ფოტოს აქვეყნებს იუნა შაფათავა?

🔵 ქართველმა სტუდენტმა საბა კაშიამ სასწრაფო დახმარების მანქანა დააპროექტა, რომელიც ჩაეშვა მოხმარებაში

🔵 „შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს... ახლა, ჩემი ჯერია“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემშვიდობება