Digest Logo

ალენ დელონს პირადი ქონების გაყიდვის ან გასხვისების უფლება ჩამოერთვა

1706602156
ალენ დელონიალენ დელონი

საფრანგეთის სასამართლომ ფრანგ მსახიობს, პროდიუსერსა და რეჟისორს ალენ დელონს ქონების განკარგვა აუკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს.

ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელონი არ იქნება შეზღუდული მარტივი ოპერაციებში, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ვერ მიიღებს. ოპერაციებს ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი, რომელსაც დელონისთვის სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა ეხება.

მსახიობის ვაჟიშვილები, ანუშკა დელონს მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ.

ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„პედაგოგი თავის კოლეგას დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას“ - თერჯოლაში პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

⭕🎥 „ყოველთვის ვცდილობ ვიყო მათი მეგობარი, გვაქვს პატარა საიდუმლოებები“- რას ჰყვება დავით არჩვაძე შვილებზე

🎥 „შარვალი გაცვია შენ?“- მამულიჩა მაკა ზამბახიძის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

წყარო: www.bfmtv.com