Digest Logo

„პედაგოგი თავის კოლეგას დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას“ - თერჯოლაში პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

1706601652
პროკურატურა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა“, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა.

კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„16 წლის გოგონები „ინსტაგრამზე“ რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ?...“ - რას წერს რეპერი მასტერი?

⭕„ლეგენდარული ჯგუფი ხართ თქვენ ძმაო“ - „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს

🎥 „იმედია, ჩვენი პატარა თავგადასავლით, რომელსაც გაწოდებდით სთორებით და რილსებით, იხალისეთ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა?