ამერიკელი რეპერი შონ Diddy კომბსი იგივე Puff Daddy, რომელიც 2023 წელს სექსუალურ ძალადობაში ორმა ქალმა დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ ტრეფიკინგთან დაკავშირებით ფედერალური გამოძიება დაიწყო, დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ ბრალდებები და საქმის დეტალები უცნობია.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, კომბსის ჩაბარების საკითხზე სამართალდამცავ ორგანოებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ხოლო საბრალდებო ოქმი 16 სექტემბერს მიიღეს.
2023 წლის ნოემბრიდან დღემდე, ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ ათი სარჩელი აღიძრა, რომელთაგანაც ცხრაში მას სექსუალურ ძალადობაში ბრალს პირდაპირ სდებენ. CNN-ის ცნობით, ბრალმდებლები ფედერალურ გამომძიებლებს დაკითხვის მიზნით უკვე შეხვდნენ.
18 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ Diddy კომბსი, იმ დროს მის მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე [Cassie].
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები