ლას-ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
ამჯერად მერაბი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გულშემატკივარსა და მის წარმატებაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას უხდის.
„ამ მომენტზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ბოლოს გალიაში როცა ქამარი გამიკეთეს მივხვდი - ოცნებები რეალობად იქცა.
იმუშავე და ყველაფერი შესაძლებელია!
ყველას მიმართ სამუდამოდ მადლობელი ვიქნები - ჩემი გულშემატკივრების, ოჯახის წევრების, მეგობრების სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი ჩემი გუნდის“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები
⭕ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში მატჩის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა