
კაზინოში გატარებული უიღბლო საღამოს შემდეგ ამერიკელმა ქალმა ლატარიის ბილეთი იყიდა და $50 ათასი მოიგო.
სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარიის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
მან უკვე გაამხილა, რაზე დახარჯავს მოგებულ თანხას: ნაწილით გადასახადებს დაფარავს, ნაწილს ქველმოქმედებაზე დახარჯავს, დანარჩენს კი შეინახავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბევრმა ადამიანმა შემიყვარა...“ - რა სიახლეები აქვს პატარა მომღერალს, მათე მარტიაშვილს?
🎥 „ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები...“ - 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან