ვის გაუმართლებს დღეს, 11 ოქტომბერს პირად ურთიერთობებში და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკური? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.
როგორც ეზოტერიკოსმა აღნიშნა სამყაროში დიდი ენერგეტიკული მუხტი დაგროვდა.
ვერძი
ვერძები ენერგიულები არიან და ძალა ააქტიურებთ. ზომიერებას გირჩევთ. ქაოსმა ენერგიის სწრაფი ხარჯვა არ უნდა გამოიწვიოს.
კურო
შფოთვა, რომელიც სამყაროში დატრიალდება დღეს თქვენთან განსაკუთრებით მოიმატებს, თუმცა არ უნდა ინერვიულოთ და არ უნდა აჰყვეთ ემოციებს. სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ დალაგდება.
ტყუპები
თქვენ ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც შეგიძლიათ სასიკეთოდ გამოიყენოთ. თქვენი კეთილდღეობისა და წარმატების ენერგია ძლიერდება.
კირჩხიბი
დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებები რაციონალურად უნდა იყოს მიღებული, რადგან მომავალში გზა გაგეკვალოთ. ემოციები განსაკუთრებულად ფეთქებადი გაქვთ. თქვენს ირგვლივ მყოფებს გაუფრთხილდით.
ლომი
პოზიტიური შანსები გაქვთ, იმისთვის, რომ განახორციელოთ მიზნები, რომლებიც გაქვთ. სასურველი იქნება საღამოს დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრა, რადგან აუცილებლად კარგად ჩაივლის.
ქალწული
დღეს გჭირდებათ, რომ განიტვირთოთ. ზღვა შესაძლებლობები არის თქვენს ირგვლივ. არ დარჩეთ დღეს სახლში, წადით მეგობრებთან ან გაიცანით ახალი ადამიანები. შესაძლოა ისეთი შემოთავაზებები მიიღოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
სასწორი
კარგი დღე არის თქვენთვის სასწორებო, იმისთვის რომ საკუთარ თავს საჩუქრები გაუკეთოთ. კარგი იქნება იმ ნივთის ან თილისმის შეძენა, რაც წარმატებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები. იცეკვეთ და ივარჯიშეთ.
მორიელი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერება, შეიძლება სითამამემ და გარკვეულმა სიტყვებმა გარემო დაგაზიანოთ და არასწორი დამოკიდებულება შექმნას. ბალანსი მნიშვნელოვანია აუცილებლად.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანია აქტიური ქმედებებისგან თავი შეიკავოთ. შორეული მოგზაურობებისგან თავი შეიკავეთ. მოჭარბებულია შინაგანი ენერგია და ძალა, რომელსაც თქვენი შეცდომაში შეყვანა შეუძლია.
თხის რქა
თქვენ გაქვთ ძალა დღეს, რომელიც შინაგანად შემაწუხებელია. შესაძლოა დღის ენერგიებმა შეგაწუხოთ. თუ დღის განმავლობაში მოახერხებთ, რომ გაერთოთ დღე პოზიტიურად ჩაივლის.
მერწყული
დღეს შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თქვენი სურვილები, იდეები, იყოთ ბავშვურებიც და ლაღები. თქვენი როლი მნიშვნელოვანია, როგორც მოტივატორის დაეხმარეთ ირგვლივ მყოფებს.
თევზები
თვენი ენერგიები ასევე პოზიტიურია, გამოიყენეთ შანსი და სწორი მესიჯები, შესაძლოა დიდი წარმატების მომტანი იყოს მომავალში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი და ეშხიანი“- გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს
⭕დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკრაინას დაუპირისპირდებიან