Digest Logo

მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუციები, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ

1728626993
ლევან მაჭავარიანი

„ეს რეზოლუციები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ ქვეყანას. 

„ეს რეზოლუციები არის კიდევ ერთი მაგალითი გარე ჩარევების, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში. მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ.

ჩვენ ამ რეზოლუციაში უკვე ვიხილეთ, ფაქტობრივად, ევროპარლამენტარების ლუსტრირება.

ჩვენ მოგვიწოდებდნენ, მიგვითითებდნენ, რომ მიგვეღო ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე ლამაზი და ეშხიანი“- გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

⭕დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკრაინას დაუპირისპირდებიან

ბერძნული სენსაცია უემბლიზე, რომელიც გარდაცვლილ თანაგუნდელს მიეძღვნა