კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.
აღნიშნული სიახლე iPhone-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა 2007 წელს მისი პირველი მოდელის გამოჩენის შემდეგ და ნიშნავს Apple-ის შესვლას იმ სეგმენტში, რომელშიც წლებია Samsung-ი ლიდერობს.
პრეზენტაცია კალიფორნიაში, Apple-ის სათავო ოფისში გაიმართა, სადაც საზოგადოების წინაშე კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი, ჯონ ტერნუსი წარდგა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Apple-ს გარკვეული დრო დასჭირდა იდეის სრულყოფისთვის მას შემდეგ, რაც კონკურენტებმა მსგავსი ტექნოლოგია წლების წინ მოირგეს.
„სხვებმა შექმნეს კეცვადი მოწყობილობები, რომლებიც უბრალოდ ერთმანეთზე მიწებებულ ორ ტელეფონს ჰგავს“, - განაცხადა ტერნუსმა პირდაპირი ტრანსლაციისას.
მან iPhone Duo დაახასიათა, როგორც უფრო დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც ისეთივე ბუნებრივი და ინტუიციურია, როგორც iPad-ის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საჩუქარი ამქვეყნად არის ადამიანი...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ საქართველოს 17 - წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა
წყარო: imedinews.ge