Digest Logo

არგენტინაში 10 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა - ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ ხალხია მოყოლილი

1730224649
 სასტუმრო ჩამოინგრა

არგენტინაში 10 სართულიანი სასტუმროს შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. 

შემთხვევა ბუენოს-აირესის პროვინციაში, ქალაქ ვილა გესელში მოხდა.

„დუბროვნიკის სასტუმროს ნაწილი ჩამოინგრა, მშენებლები სამუშაოებს ნებართვის გარეშე ასრულებდნენ“, - აცხადებენ ქალაქის ადგილობრივ საკრებულოში.

შენობაში სავარაუდოდ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა,  მათ შორის მუშები. სამშენებლო პროექტი საკრებულომ მიმდინარე წლის აგვისტოში შეაჩერა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აშშ-ში, ტეხასის ნაციონალურ პარკში 24 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

„შფოთავ? - ივარჯიშე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს

სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით ფილმში ქართველი მუსიკოსის, სიმღერა გაჟღერდება