აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი - „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, 34 წლის სარა მაკ-ბრაიდი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მაკ-ბრაიდი ცნობილი ლგბტ+ აქტივისტია და მან „ქამინგ აუთი“ 2011 წელს შეასრულა. 2020 წელს სარა შტატის პარლამენტში აირჩიეს. ის მუშაობდა რეგიონულ დონეზე კანონპროექტებზე ანაზღაურებადი საოჯახო და სამედიცინო შვებულების შესახებ და ამავე კანონმდებლობაზე ფედერალურ დონეზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
მაკ-ბრაიდმა არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელს ბიზნესმენ ჯონ უოლენს მოუგო. მან ხმათა 57,7% მიიღო, ხოლო კონკურენტმა - 42,3%.
ცნობისთვის, აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ასევე „რესპუბლიკურმა პარტიამ“ აშშ-ის სენატში მოიპოვა ადგილების უმრავლესობა. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, იქ, ბოლო ინფორმაციით, ასევე „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს და 200 ადგილი უკვე მოპოვებული აქვს, ხოლო „დემოკრატიულ პარტიას“ აქვს 172 მანდატი. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 ადგილია აუცილებელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
🎥 „არ არის სასურველი ფულის გასესხება“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის